2023 წელს ამერიკაში ჩატარებული ლგბქტი ახალგაზრდების მენატალური ჯანმრთელობის ეროვნული კვლევის მიხედვით, ქვიარ ახალგაზრდების 36%-ზე მეტს არ სჯერა, რომ 35 წელზე მეტს იცოცხლებენ. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა შავკანიანი ქვიარები, ტრანსგენდერები, არაბინარული და ა.შ. მოზარდები, რომელთა ასაკია 13-16 წელი, ნაკლებად ელიან ხანგრძლივ და სრულყოფილ ცხოვრებას, ზრდასრულ ქვიარებთან შედარებით.
აღნიშნულ კვლევაში გამოყენებულია მონაცემები სუიციდის პრევენციის ყოველწლიური ანგარიშიდან, სადაც გამოიკითხა 28000 ახალგაზრდა ქვიარი, რომელთა ასაკია 13-24 წელი. გამოიკვეთა უმცირესობათა სტრესის უფრო მაღალი მაჩვენებელი 13-16 წლის ასაკის მოზარდებს შორის, 16-24 წლის ასაკობრივ ჯგუფთან შედარებით. ასევე, მეტად განიცდიან სტრესს ის ქვიარები, რომელთაც მათი კანის ფერის ან ეთნიკურობის გამო არ აქვთ მიკუთვნებულობის განცდა ქვიარ ჯგუფების მიმართაც. განსხვავებულია მენტალური ჯანმრთელობისა და სტრესის მაღალი მაჩვენებელი იმის მიხედვითაც, თუ რომელ შტატში ცხოვრობს მოზარდი. რაც უფრო მკაცრი ლგბტქი პოლიტიკაა შტატში, მით მაღალია დისტრესის მაჩვენებელი, ხოლო ცხოვრების ხარისხი და ხანგრძლივობის მოლოდინი კი დაბალი.