ჰარი პოტერის ავტორი ჯოან როულინგი ცნობილია მისი ნეგატიური დამოკიდებულებით ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ, რაც არაერთხელ გამხდარა ცნობილი გამოცემების ჰედლაინების მთავარი ამბავი. მიუხედავად იმისა, რომ ავტორი ხშირად გაუგებრობას უწოდებს მის გამონათქვამებს ტრანსგენდერებთან დაკავშირებით, მისი ქმედებები სხვა რამეზე მიუთითებს.
ამჯერად როულინგმა ყურადღება მიიპყრო მისი დონაციით. კერძოდ, მან გააკეთა 70 000 ფუნტი სტერლინგის შემოწირულობა ანტი-ტრანს ორგანიზაციისთვის “For Women Scotland”, რომელიც 2018 წლიდან აწარმოებს სასამრთლო დავას შოტლანდიის მთავრობასთან ქალის დეფინიციასთან და ტრანსგენდერი ქალების გენდერის სამართლებრივ აღიარებსათან დაკავშირებით.
ორგანიზაცია “For Women Scotland” რადიკალურ ფემინისტურ ირგანიზაციად იდენტიფიცირდება და მიიჩნევს, რომ ტრანსგენდერი ქალების გენდერული აღიარება საფრთხის მომტანია სისგენდერი ქალებისთვის, რადგან ტრანსგენდერ ქალებს შეუძლიათ სახელმწიფო სამსახურში დაიკავონ სხვადასხვა თანამდებობა, შეუძლიათ ისარგებლონ ქალების გასახდელით და ა.შ.
ჯოან როულინგი სხვადასხვა სოციალურ ქსელში უკვე გააკრიტიკეს მისი ქმედების გამო. ბევრი მიიჩნევს, რომ ორგანიზაციას “For Women Scotland” მეტი შესაძლებლობა ეძლევა გაატაროს ანტი-ტრანს პოლიტიკა შოტლანდიაში სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, სასამართლო დავის წარმოების მხრივ.