გრემის მფლობელმა მუსიკოსმა ცოტა ხნის წინ ქამინგ აუთი გააკეთა და განაცხადა, რომ ქალები იზიდავს. მომღერლის ქამინგ აუთს მისი გულშემატკივრები და კრიტიკოსებიც კი დადებითად აფასებდნენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ გულახდილი ინტერვიუს შემდეგ ბილი აილიშს ინსტაგრამზე 100 000 მიმდევარი გამოაკლდა.
Variety-სთან ინტერვიუში მომღერალმა 13 ნოემბერს განაცხადა, რომ მას ფიზიკურად იზიდავენ და მოსწონს ქალები, “მათ გვერდით ყოფნოისას დაძაბული ვარ” – თქვა აილიშმა. მას შემდეგ არ წყდება მუსიკოსთან კითხვები მის სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებით, თუმცა ბილი აილიში ამჟამად არ იყენებს კონკრეტულ ტერმინებს მისი სექსუალური ირიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის გამოსახატად. ასევე უკვირს, რატომ გახდა მისი ორიენტაცია ასეთი გაკვირვებისა და აჟიოტაჟის საგანი. “რა, ეს ცხადი არ იყო? მეგონა ყველამ ისედაც იცოდა” – ამბობს მომღერალი.
აღსანიშნავია, რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ბილი აილიშმა დაკარგა ბევრი მიმდევარი ინსტაგრამზე. ორი წლის წინ დაახლოებით 100 000 “ფოლოვერი” დაკარგა მას შემდეგ, რაც ბრიტანულ ვოგში მომღერალი კორსეტში ჩაცმული წარსდგა.
გამოყენებული წყარო: https://www.thepinknews.com/2023/12/04/billie-eilish-lost-followers-coming-out/