სოგის ნიშნით დანაშაულების დამოუკიდებელი ექსპერტის მანდატი 3 წლით გახანგრძლივდა

7 ივლისს, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც სოგის (სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა) ნიშნით ძალადობისა და დისკრიმინაციისგან დაცვის დამოუკიდებელ ექსპერტს მანდატი 3  წლით გაუხანგრძლივა.

გადამწყვეტი მნიშვნელობის კენჭისყრაში რეზოლუციას 23 მხარდამჭერი ჰყავდა, 17 — წინააღმდეგი, 7-მა წევრმა კი ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

მანდატის გახანგრძლივების მხარდამჭერ კამპანიაში 1256 არასამთავრობო ორგანიზაცია იყო ჩართული, რასაც ადამიანის უფლებათა საბჭოს ისტორიული რეზოლუცია მოჰყვა, რომელშიც მკაფიოდ არის დაგმობილი ერთი და იმავე სქესის მქონე ადამიანთა შორის ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირისა და განსხვავებული გენდერული იდენტობების კრიმინალიზება. რეზოლუცია სახელმწიფოებს დისკრიმინაციული კანონმდებლობის შეცვლისა და სოგის ნიშნით ჩადენილ დანაშაულებებთან ბრძოლისკენ მოუწოდებს.

დამოუკიდებელი ექსპერტის მანდატი 2016 წლიდან არსებობს და 2019 წელს ვადის გახანგრძლივება პირველად შედგა. აღსანიშნავია, რომ ლათინური ამერიკის ქვეყნების მიერ წარდგენილ რეზოლუციას, რომელიც  დამოუკიდებელი ექსპერტის მანდატის შექმნას, შემდგომში კი ვადის გახანგრძლივებას ითვალისწინებდა, სულ უფრო მზარდი მხარდაჭერა აქვს.

დამოუკიდებელი ექსპერტი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის პრინციპების იმპლემენტაციას აფასებს, რასაც წევრ სახელმწიფოებთან პირდაპირ საუბრით, ასევე გაეროსა და სხვა რეგიონული მექანიზმების ჩართულობით ძალადობისა და დისკრიმინაციის ფაქტების აღწერით ახორციელებს.

წინა

ბალენსიაგას მაღალი მოდის ჩვენება — დემნას სასიყვარულო წერილი საყვარელ კაცსა და მოდას

შემდეგი

გენდერის სამართლებრივ აღიარებასთან დაკავშირებული პროგრესი ნელია და დამატებით ნაბიჯებს საჭიროებს — ევროსაბჭოს ანგარიში

ბოლო სიახლეები

“სიყვარულის გზავნილი” მამებისგან ტრანსგენდერ შვილებს – ნეტფლიქსის ახალი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი

FacebookTweetLinkedInEmail ნეტფლიქსის მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმში ექვსი მამა მიმართავს ტრანსგენდერ შვილს. ფილმში მამები სიყარულისა და სიამაყის გრძნობით

“შენი ხმა ევროკავშირს” – კამპანიის ფარგლებში 9 დეკემბერს მარში გაიმართება

FacebookTweetLinkedInEmail სამოქლაქო საზოგადოების წარმომადგენლების თქმით 9 დეკემბერს, შაბათს, რესპუბლიკის მოედნიდან, 14 საათზე დაიძრება მარში ევროპის მოედნისკენ.