პირველი არხი

სააპელაციომ 5 ივლისის საქმეზე მსჯავრდადებულები ჯგუფური ძალადობის ნაწილში გაამართლა და სასჯელი შეუმცირა

სააპელაციო სასამართლომ 2021 წლის 5 ივლისის ჯგუფური ძალადობის საქმეზე მსჯავრდადებულებს სასჯელი შეუმცირა. გადაწყვეტილება დღეს, 16 იანვარს, მოსამართლე მაია თეთრაულმა გამოაცხადა.

5 ივლისის საქმეზე მსჯავრდებული 6 პირი — დავით კუტალაძე, აკაკი ნაკაშიძე, თორნიკე დავლაშერიძე, ცოტნე ჩიხლაძე, გია გიგუაშვილი და ოთარ გელაშვილი — მეორე ინსტანციის გადაწყვეტილებით სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილში გამართლდა, რომელიც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. ამ გადაწყვეტილებით, პირველი ინსტანციის მიერ შეფარდებული 5-წლიანი პატიმრობა მსჯავრდადებულებს 4 წლამდე შეუმცირდათ.

ინტერპრესნიუსის ცნობით, სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების გამოცხადებას ხმაური მოჰყვა. დაკავებულების ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა შეურაცხყოფა მიაყენეს მოსარჩელეებსა და ჟურნალისტებს და სცადეს ჟურნალისტების ვიდეოკამერების დაზიანება. სიტუაცია მანდატურმა განმუხტა.

2021 წლის 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე, სადაც ღირსების მარშის გამართვა იგეგმებოდა, ჰომოფობიურმა ძალადობრივმა ჯგუფებმა დაარბიეს ქვიარ აქტივისტების ოფისები და ფიზიკურად იძალადეს ჟურნალისტებზე, მათ შორის TV პირველის ოპერატორ ლექსო ლაშქარავაზე, რომელსაც მძიმე ფიზიკური დაზიანებები ჰქონდა მიღებული და მოგვიანებით გარდაიცვალა. საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით, 5 ივლისის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ 6 პირს 5-წლიანი პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული.

მსჯავრდებულებს ბრალი დაუდგინდათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მესამე ნაწილსა და 154-ე და 156-ე მუხლებით, რომლებიც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლასა და დევნას გულისხმობს.

წინა

პირველი ლესბოსური სექსი — რჩევები ახალბედებს

შემდეგი

GOT-ის ვარსკვლავი, ბელა რემზი, გენდერფლუიდად დაქამინგაუთდა

ბოლო სიახლეები

ქვიარ “სტრიტ არტი”

FacebookTweetLinkedInEmail მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში შეგიძლიათ შეხვდეთ ქუჩის მხატვრობას, რომელიც არა მხოლოდ ესთეტიურია, არამედ სოციალურ თემებსაც ეხება

ორმაგი ფემიციდი თბილისში – შსს-ს თანამშრომელმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა

FacebookTweetLinkedInEmail თბილისში, დოლიძის ქუჩაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედმა თანამშრომელმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა. კაცმა მკვლელობა

არის თუ არა უსაფრთხო ელექტრონული სიგარეტი და აიქოსი

FacebookTweetLinkedInEmail ელექტრონული სიგარეტი და გასახურებელი თამბაქო ბოლო პერიოდში დიდი პოპულარობით სარგებლობს, განსაკუთრებით, ახალგაზრდებს შორის. ასევე, არსებობს

ბელგრადში პრაიდი ჩატარდა

FacebookTweetLinkedInEmail სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში პრაიდზე ასობით ადამიანი შეიკრიბა ქვეყნის ლიდერებისა და ულტრამემარჯვენე ჯგუფების ალტილგბტ გზავნილების ფონზე.