პროკურატურამ ტრეფიკინგის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინეს.

მათი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ტაილანდში განთავსებული ერთ-ერთი დასაქმების სააგენტო, ტაილანდის სამ მოქალაქეს ბათუმში, სილამაზის სალონში, მასაჟისტის პოზიციაზე დაასაქმებას დაჰპირდა. დაზარალებულებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, როგორც დასაქმების სააგენტოს წარმომადგენელი უცხო ქვეყნის მოქალაქე დახვდა და ნაცვლად ბათუმისა, დაზარალებულები მოტყუებით ჩაიყვანა ზესტაფონში, მოათავსა ისინი მის დროებით სარგებლობაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, ჩამოართვა პასპორტები და დამოუკიდებლად გადაადილების საშუალებას არ აძლევდა.

მათივე ცნობით, ბრალდებული მუქარით და ფსიქოლოგიური ზეწოლით დაზარალებულებს აიძულებდა გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ სექსუალური მომსახურება გაეწიათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ხოლო ექსპლუატაციის გზით გამომუშავებული თანხის დიდ ნაწილს ისაკუთრებდა და თავისი შეხედულებისამებრ განკარგავდა.

დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით (ადამიანით ვაჭრობა, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.

წინა

რუსეთთან ფრენების გაუქმება, დაკავებულების გათავისუფლება – აქციის მოთხოვნები

შემდეგი

მოლდოვაში EU-ში გაწევრიანების მომხრეთა მასშტაბური აქცია გაიმართა

ბოლო სიახლეები

ქალთა ფონდმა კვლევის “იკითხე სტრიქონებს შორის” პრეზენტაცია გამართა

FacebookTweetLinkedInEmail ქალთა ფონდმა კვლევის “იკითხე სტრიქონებს შორის” პრეზენტაცია გამართა. კვლევა ეხება შავი ზღვის რეგიონში ქალთა და

რას გეგმავს წელს თბილისი პრაიდი

FacebookTweetLinkedInEmail თბილისი პრაიდის ინფორმაციით, კვირეული 1-8 ივლისს ჩატარდება და მოიცავს პოლიტიკური, კულტურული და აკედემიური ხასიათის დახურულ

კინოცენტრმა გაგა ჩხეიძის დირექტორობით კინოფესტივალი, შესაძლოა, აღარ დააფინანსოს

FacebookTweetLinkedInEmail საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა გაგა ჩხეიძის დირექტორობით ჩატარებული კინოფესტივალი, შესაძლოა, აღარ დააფინანსოს. ცენტრის უკმაყოფილება გამოიწვია

სიძლიერე სოლიდარობაშია: რას ნიშნავს იყო ელაი საქართველოში

FacebookTweetLinkedInEmail მსოფლიოში, სადაც მიღება და გაგება არის ინკლუზიური საზოგადოების შექმნის გასაღები, Allyship მნიშვნელოვან როლს ასრულებს ლგბტქი