© Michael Key

ლგბტქი უკრაინელებმა თეთრ სახლთან აქცია გამართეს

ლგბტქი უკრაინელების ჯგუფმა და მათმა მხარდამჭერებმა კვირას თეთრი სახლის წინ აქცია გამართეს.

ლგბტქი უკრაინელების მშობლებისა და მეგობრების მხარდამჭერი ჯგუფის, Tergo-ს თანადამფუძნებელი ჰელენ გლობა და ადამიანის უფლებათა კამპანიის გლობალური პარტნიორობის დირექტორი ჟან ფრიდბერგი მათ შორის იყვნენ, ვინც სიტყვით გამოვიდა და ამერიკაში მყოფი ლგბტქი უკრაინელების შესახებ ისაუბრა.

Helen Globa / © Michael Key

აქციის ორგანიზატორებმა ბაიდენის ადმინისტრაციას დროებით დაცულის სტატუსის გახანგრძლივებისაკენ მოუწოდეს ლგბტქი უკრაინელებისთვის, რომლებსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრება შეუძლიათ. სხვა საკითხებთან ერთად გაჟღერდა მოწოდებაც, რომ უკრაინას უკეთესი სამხედრო მხარდაჭერა გამოუცხადონ.

ჰელენ გლობა, 2 მარტს, კიევის გარეუბან ბუჩაში მდებარე ბინიდან, შვილის, ბოგდან გლობას დახმარებით გაიქცა. ისინი რამდენიმე დღეში ბოგდან გლობას ქმართან ერთად პარიზში შეიკრიბნენ და ამის შემდეგ ნიუ-იორკში გაფრინდნენ.

© Michael Key

კვირას უკრაინის ხელისუფლებამ რუსი ჯარისკაცები ბუჩადან გასვლის შემდეგ მშვიდობიანი მოსახლეობის გენოციდში დაადანაშაულა. ბუჩადან რუსების მიერ სასტიკად ნაწამები ადამიანების ცხედრების ფოტოები და ვიდეოები გავრცელდა, რომლებსაც ხელები ზურგზე ჰქონდათ შეკრული. გამოვლენილია წამების უფრო სასტიკი დანაშაულებიც.

 


 

წყარო: Washington Blade

წინა

ნადირობა ტრანსგენდერ ადამიანებზე – სესილი ცომაიას ისტორია

შემდეგი

ვოლოდიმირ ზელენსკიმ გრემის სცენიდან მსოფლიოს მიმართა

ბოლო სიახლეები

ქალთა ფონდმა კვლევის “იკითხე სტრიქონებს შორის” პრეზენტაცია გამართა

FacebookTweetLinkedInEmail ქალთა ფონდმა კვლევის “იკითხე სტრიქონებს შორის” პრეზენტაცია გამართა. კვლევა ეხება შავი ზღვის რეგიონში ქალთა და

რას გეგმავს წელს თბილისი პრაიდი

FacebookTweetLinkedInEmail თბილისი პრაიდის ინფორმაციით, კვირეული 1-8 ივლისს ჩატარდება და მოიცავს პოლიტიკური, კულტურული და აკედემიური ხასიათის დახურულ

კინოცენტრმა გაგა ჩხეიძის დირექტორობით კინოფესტივალი, შესაძლოა, აღარ დააფინანსოს

FacebookTweetLinkedInEmail საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა გაგა ჩხეიძის დირექტორობით ჩატარებული კინოფესტივალი, შესაძლოა, აღარ დააფინანსოს. ცენტრის უკმაყოფილება გამოიწვია

სიძლიერე სოლიდარობაშია: რას ნიშნავს იყო ელაი საქართველოში

FacebookTweetLinkedInEmail მსოფლიოში, სადაც მიღება და გაგება არის ინკლუზიური საზოგადოების შექმნის გასაღები, Allyship მნიშვნელოვან როლს ასრულებს ლგბტქი