/

გლდანის პარკში ადმინისტრაციამ ფერადი ქოლგები ჩამოხსნა

გლდანის პარკში ადმინისტრაციამ ფერადი ქოლგები ჩამოხსნა. მიზეზად ისინი “საზოგადოებაში აჟიოტაჟს” ასახელებენ.

“პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ მომხმარებელთა თხოვნითა და ჩვენი დიდი სურვილით დაიწყო გლდანის პარკის გადახალისების გარკვეული სამუშაოები, მაქსიმალურად ვცდილობთ ბავშვებს, ახალგაზრდებს, თითოეულ ადამიანს ვინც სტუმრობს ჩვენს პარკს სასიამოვნო გარემო დავახვედროთ. დღევანდელი პარკის მდგომარეობა კოვიდის პერიოდის სამწუხარო შედეგია და როგორც აღვნიშნეთ, გვაქვს დიდი სურვილი და გარკვეული მზაობა დავუბრუნოთ პარკს სიხალისე.

ახლა კი, რაც შეეხება აღნიშნულ ქოლგებს, რამაც აჟიოტაჟი გამოიწვია საზოგადოებაში, ეს არის გადახალისების ეტაპის ერთ-ერთი ნაწილი, ქოლგების ცნობილი დეკორაცია, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შეხვდებით, ვიმეორებთ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ დეკორაცია, ფერადი ქოლგები ცისარტყელას ფერებში ბავშთა მხიარული განწყობისთვის შეირჩა და მას სხვა არანაირი დატვირთვა ჩვენთვის არ აქვს, არ ვეწევით არანაირ პროპაგანდას, თქვენ ჩვენ ქართველობას არ გართმევთ და მოდით ნუ წავართმევთ ბავშვებს ბავშვობას და ცისარტყელის ფერებს და მხიარულებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

მოგვიანებით ადმინისტრაციამ გამოცემა პუბლიკასთან განაცხადა, რომ ქოლგები აგრესიის გაღვივების თავიდან აცილების მიზნით ჩამოხსნეს.

“არ გვინდა, აგრესია გავაღვივოთ საზოგადოებაში. ისიც კი არ ვიცოდით, რომ პრაიდის კვირეულს დავამთხვიეთ, თორემ შეიძლებოდა თავი შეგვეკავებინა. როდესაც ქოლგები შევიძინეთ, არ გვიფიქრია, რომ საზოგადოებაში აჟიოტაჟს გამოიწვევდა. ქოლგების მოხსნის მიზეზი იყო, რომ აგრესია არ გავაღვივოთ. აღვადგენთ, არ ვაპირებთ ქოლგები საწყობში დავაწყოთ. როდესაც აგრესია ჩაივლის, ხალხი მიხვდება, რომ ვემიჯნებით პროპაგანდას, გავაგრძელებთ პარკის გადახალისებას.

პირდაპირ ზარი შევიდა გამგეობაში. პარკი არის კერძო საკუთრება, თუმცა ფიქრობენ, რომ არის გლდანის გამგეობის.., გლდანის გამგეობას უკავშირდებოდნენ და გლდანის გამგეობა დაგვიკავშირდა ჩვენ, თუ რას ვაკეთებდით, რა ხდებოდა”, – აცხადებენ ადმინისტრაციაში.

წინა

სტამბოლის პრაიდზე პოლიციამ, სულ მცირე, 50 ადამიანი დააკავა

შემდეგი

სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისის მამა ფეისბუქზე გინების გამო დააჯარიმა

ბოლო სიახლეები

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ინტერვიუს ავტორი: ზურა აბაშიძე ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია,

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ

უმცირესობათა სტრესის გავლენა ქვიარების ჯანმრთელობაზე    

FacebookTweetLinkedInEmail ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია,

გვაპატიე კესარია რომ ვერ დაგიცავით

FacebookTweetLinkedInEmail 17 სექტემბერს საქართველოს 84-მა პარლამენტარმა კიდევ ერთხელ უღალატა საკუთარ მოსახლეობას და ქვეყნის, კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ