Getty Images, Joe McNally

კიტ ჰარინგი – მეოცე საუკუნის გამორჩეული ხელოვანი

კიტ ჰარინგი გასული რამდენიმე ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ამერიკელი გრაფიკოსი და დიზაინერია, რომელმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ლგბტქი საზოგადოებასა და ხელოვნების სამყაროში.

კიტ ჰარინგი 1958 წლის 4 მაისს დაიბადა პენსილვანიაში. იქ დაიწყო ხელოვნების შესაძლებლობების აღმოჩენა, რაშიც დიდი წვლილი მამამისს მიუძღვის. პიტსბურგის ხელოვნების სკოლაში სწავლის ხანმოკლე პერიოდის შემდეგ, ცხოვრება ნიუ-იორკში გააგრძელა, სადაც საკუთარი შემოქმედება უმაღლეს მწვერვალამდე აიყვანა. სწორედ იქ დაამყარა კონტაქტი ქუჩის ხელოვნებასთან და იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც დაამტკიცა, რომ ქუჩის ხელოვნებას უფრო აქვს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმებში არსებობის უფლება, ვიდრე რომელიმე სხვა სახის შემოქმედებას.

1981 წელს ნიუ-იორკის მეტროში დაიწყო ცარიელ შავ სარეკლამო პანელებზე გრაფიტის ხატვა. საბოლოოდ, ასეთი ათასობით ნამუშევარი იქმნებოდა და ამ „უკანონო საქმიანობას“ მიმდევარიც ბევრი გაუჩნდა. ჰარინგი იზიარებდა ურბანული მხატვრების ტაქტიკას. ამის შემდეგ მან დიდი ზომის ნამუშევრების შექმნა გადაწყვიტა და ისინი სხვადასხვა ქალაქში შეასრულა: რიო-დე-ჟანეიროში, ბერლინში, მელბურნში, ჩიკაგოში, ატლანტაში… გრაფიტებს ხშირად ბავშვების დახმარებით ქმნიდა.

ჰარინგის პიროვნებამ, მისმა ნიჭმა და საყოველთაოდ გასაგებმა იეროგლიფურმა სტილმა, პრესის ყურადღებაც მალევე მიიპყრო და საკუთარი შემოქმედება მუსიკალურ ვიდეოებსა და მოდის დიზაინშიც მარტივად მოახვედრა. მან საკუთარი მაღაზიაც გახსნა ნიუ-იორკში, 1986 წელს, სახელწოდებით Pop Shop. ორი წლის შემდეგ მაღაზიას ტოკიოს ფილიალიც შეემატა. აქ იყიდებოდა ყოველგვარი პროდუქტი დაწყებული მაისურებიდან, დამთავრებული ჩანთის სამაგრებით, რომლებზეც კიტის პრინტები იყო დატანილი.

მიუხედავად იმისა, რომ კიტის ნამუშევრები ყოველთვის ფერადი იყო, ის რთულ სოციალურ თემებსაც ეხებოდა და აჟღერებდა ხალხის პრობლემებს არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ მთელს მსოფლიოში. ის ცდილობდა შიდსის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და იბრძოდა არალეგალური ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ. ჰარინგმა გამოიყენა მარტივად შესამჩნევი ლოზუნგები, რათა ეფექტურად დაეფიქსირებინა საკუთარი აზრი ნებისმიერ თემაზე. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია Crack is Wack, რომელიც ნიუ-იორკში კოკაინის ეპიდემიასა და მის შედეგებს ეხებოდა. ნიუ-იორკის პოლიციამ გრაფიტი ვანდალიზმად მიიჩნია და ჰარინგი ციხეში მოხვდა. ნამუშევარი საკმარისად დიდი იყო იმისთვის, რომ ახლომდებარე გზებზე გამვლელ მანქანებს მისი დანახვა შესძლებოდათ. როდესაც ნამუშევრების კომერციალიზმის შესახებ ჰკითხეს, ჰარინგმა თქვა, რომ მეტი ფულის გამომუშავება შეეძლო, თუ ნაკლებს დახატავდა და ფასს გაზრდიდა, მაგრამ ეს არ შედიოდა მის ინტერესებში.


კიტ ჰარინგი ღიად გეი მხატვარი და სამოქალაქო აქტივისტი იყო, რომელიც ხმამაღლა საუბრობდა ისეთ საკითხებზე, რაზეც სხვები ხმის ამოღებას ვერ ბედავდნენ. 1988 წელს მას შიდსის დიაგნოზი დაუსვეს. 1989 წელს Keith Haring Foundation დააარსა, რომელიც შიდსის ორგანიზაციებისა და საბავშვო პროგრამების დაფინანსებას ისახავდა მიზნად. ბოლო წლებში არტისტმა შემოქმედება გამოიყენა იმისთვის, რომ საკუთარ ავადმყოფობაზე ესაუბრა და საზოგადოებაში აემაღლებინა ცნობიერება შიდსის შესახებ. ის 1990 წელს, 31 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

 

 

 

წინა

ჩვენ ბევრი უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ყველა ადამიანის უფლება თანაბრად იყოს დაცული – ინტერვიუ 91 წლის ლამარა აბჟანდაძესთან

შემდეგი

ნახეთ 2022 წლის ოსკარის ნომინანტების სია, რომელთა შორისაც 12 ნომინაციით ქვიარ ვესტერნი ლიდერობს

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

FacebookTweetLinkedInEmail სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის შესახებ, რომ ქვიარებისთვის დამახასიათებელი თვისებაა

იოგას თერაპიული პრაქტიკა ქვიარების მხარდასაჭერად

FacebookTweetLinkedInEmail ჩვენი საზოგადოების წევრებისთვის და ალბათ, ზოგადად, ადამიანების უმეტესობისთვის დამახასიათებელია მათთვის უცხო ან ახალი იდეების მიმართ

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია, რომლის ლიტერატურული დებიუტიც სულ

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი