11 ქვიარ ფილმი, რომელიც 2022 წელს გამოვა

ქვიარ ფილმების პრემიერის მხრივ, 2021 წელი შესანიშნავი გამოდგა, მაგრამ, როგორც ყოველთვის, იმედს ვიტოვებთ, რომ შემდეგი წელი ბევრად უკეთესი იქნება.

წელს ქვიარ შემსრულებლების ისეთი შესანიშნავი პერფორმანსები ვიხილეთ, როგორიცაა – ლეიდი გაგა ფილმში House of Gucci და კრისტენ სტიუარტი ფილმში Spencer. ასევე, აღსანიშნავია ფილმები: BenedettaFleeRide or DieMy Name is Pauli Murray და Fear Street-ის ტრილოგია, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 2022 წელი უფრო მეტს გვპირდება.

ამ სტატიაში წარმოგიდგენთ 11 ქვიარ ფილმს, რომელთა ნახვასაც დიდ ეკრანზე 2022 წელს შეძლებთ.

 

1. Bros

ბილი აიხნერი ქვიარ რომანტიკულ კომედიაში Bros ლგბტ+ მსახიობებთან – ბოუენ იანგთან, გილერმო დიასთან და ლუკ მაკფარლეინთან ერთად მონაწილეობს. სიუჟეტში აიხნერი ლუკით არის დაინტერესებული. ფილმის, რომელსაც პირველი გეი რომანტიკული კომედია უწოდეს, გადაღება უკვე დასრულდა და კინოთეატრებში 2022 წლის 22 აგვისტოს გამოვა.

 

2. Dope Queens

ამ ინდი რომანტიკულ თრილერში, რომლის მოქმედებაც სან-ფრანცისკოში, მსოფლიოში პირველ ლეგალურად აღიარებულ ტრანსგენდერების რაიონში ვითარდება, ალექსანდრა გრეი და ტრეის ლიზეტი მონაწილეობენ. დასის დახმარებით, რომელშიც RuPaul’s Drag Race-ის გამარჯვებულიც მოიაზრება, იმედოვნებენ, რომ ფილმი დიდ ყურადღებას მიიპყრობს და მსახიობობის, რეჟისურისა და სცენარისთვის ჯილდოებსაც დაიმსახურებს.

 

3. Fire Island

Pride and Prejudice-ით შთაგონებული ფილმი Fire Island, რომელშიც კიმ ბუსტერი მონაწილეობს, ორ საუკეთესო მეგობარზე გვიყვება, რომლებიც შაბათ-კვირის გატარებას ეკლექტიკური მეგობრების ჯგუფთან ერთად გადაწყვეტენ.

 

4. Hellraiser

Spyglass-ისა და Hulu-ს საშინელებათა ფილმ Hellraiser-ის ახალ ვერსიაში ტრანსგენდერი მსახიობი ჯეიმი კლეიტონი მონაწილეობს, ის საკულტო დემონის როლს ასრულებს. ფილმის გადაღებები თითქმის დასრულებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ძალიან მალე გამოვა.

 

5. Love in Color

ქვიარ მსახიობები აული’ი კრავალიო და როუან ბლანშარდი საშუალო სკოლის მოსწავლეების როლს განასახიერებენ, რომლებსაც Hulu-ს ახალ ფილმში ერთმანეთი შეუყვარდებათ. აღსანიშნავია, რომ ვარსკვლავები უკვე იპყრობენ ყურადღებას – კრავალიომ ტიკტოკზე ახლახანს გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ბლანშარდი ბიფობიაში დაადანაშაულა.

 

6. What If?

ბილი პორტერის სარეჟისორო დებიუტში მსახიობი ევა რეინი მონაწილეობს. ის ტრანსგენდერი გოგოს როლს ასრულებს. ფილმი მშვენიერი რეალური ცხოვრების ისტორიას გადმოგვცემს, რომლის ნახვაც აუცილებლად ღირს.

 

7. Scream

ჯასმინ სავოი-ბრაუნი ფილმში – Scream, ახალი ქვიარ პერსონაჟის – Mindy-ს როლს შეასრულებს. ასევე, ცნობილი გახდა, რომ ფილმის გადაღებებში ორიგინალი Scream-ის აღმასრულებელი პროდიუსერი კევინ უილიამსონიც ჩაერთო. Scream 2022 წლის 14 იანვარს გამოდის.

 

8. Am I Ok?

Sundance-ის ფილმი Am I Ok? მოგვითხრობს საუკეთესო მეგობრების, ჯეინისა და ლუსის ისტორიას. ერთ-ერთი მათგანი იღებს შეთავაზებას საცხოვრებლად ლონდონში გადასავლაზე, ხოლო მეორე ქამინგაუთდება, როგორც გეი. ფილმში დაკოტა ჯონსონი და სონოია მიზუნო მონაწილეობენ.

 

9. Framing Agnes

კიდევ ერთი Sundance-ის პრემიერა – Framing Agnes, რომელშიც ანჯელიკა როსი, ჯენ რიჩარდსი, საილას ჰოვარდი, მაქს ვოლფ ვალერიო და სტივენ აირა მონაწილეობენ, ტრანსგენდერ ქალზე მოგვითხრობს. ის 1960-იან წლებში გენდერული ჯანმრთელობის კვლევაში მონაწილეობდა. ფილმი აერთიანებს როგორც მხატვრულ, ასევე არამხატვრულ დეტალებს ტრანს ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის სრულყოფილად გადმოცემისთვის.

 

10. My Fake Boyfriend

შემდეგი ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა კაცზე, რომელიც რთულ სიტუაციაში აღმოჩნდება. ის ითვალისწინებს საუკეთესო მეგობრის რჩევას და სოციალურ ქსელს თავისი არარსებული შეყვარებულის პროფილის შესაქმნელად იყენებს, თვლის, რომ ეს ნაბიჯი ყოფილი შეყვარებულის ჩამოშორებაში დაეხმარება, მაგრამ შემდეგ ხვდება ადამიანს, რომელიც შეიძლება მისი ნამდვილი სიყვარული აღმოჩნდეს. ფილმის გამოსვლა 2022 წლის პრაიდის თვისთვის არის დაგეგმილი.

 

 

11. My Policeman

ჰარი სტაილსი ბისექსუალი პოლიციელის, ტომ ბერჯესის როლს ასრულებს, რომელიც ქალზე დაქორწინდება (ცოლის როლს ემა კორინი თამაშობს), რადგან მამაკაცი იმ დროს შეუყვარდება, როცა ერთი და იმავე სქესის ადამიანების ურთიერთობას ჯერ კიდევ უკანონოდ თვლიან. ფილმში მოვლენები რამდენიმე ათეული წლის შემდეგ ვითარდება, როდესაც ტომის ყოფილი შეყვარებული დაქორწინებული წყვილის ცხოვრებაში ადგილს ხელახლა იკავებს.

 

 

წყარო: out.com

წინა

4 ფილმი თბილისის კინოფესტივალიდან, რომელიც ქვიარ გამოცდილებებს ასახავს

შემდეგი

კონსერვატული ხელისუფლების პირობებში პოლონელ LGBTQI+ ადამიანებში დეპრესიის მაჩვენებელი გაიზარდა

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

FacebookTweetLinkedInEmail სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის შესახებ, რომ ქვიარებისთვის დამახასიათებელი თვისებაა

იოგას თერაპიული პრაქტიკა ქვიარების მხარდასაჭერად

FacebookTweetLinkedInEmail ჩვენი საზოგადოების წევრებისთვის და ალბათ, ზოგადად, ადამიანების უმეტესობისთვის დამახასიათებელია მათთვის უცხო ან ახალი იდეების მიმართ

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია, რომლის ლიტერატურული დებიუტიც სულ

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი