British Airways გეგმავს, მისალმება ,,ქალბატონებო და ბატონებო” ამოიღოს და ის უფრო ინკლუზიური ფრაზით ჩაანაცვლოს.
British Airways-ის სპიკერმა თქვა, რომ ცვლილება გამიზნულია იმის უზრუნველსაყოფად, რომ მგზავრები, რომლებიც თავს არაბინარულად მიიჩნევენ, არ გრძნობდნენ თავს გაუცხოებულად – ,,ჩვენ მხარს ვუჭერთ მრავალფეროვნებასა და ინკლუზიურობას და ჩვენ ვალდებული ვართ, უზრუნველვყოთ, რომ ყველა ჩვენი მომხმარებელი გრძნობდეს იმას, რომ მგზავრობისას ის ჩვენთვის სასურველი ადამიანია.”
გენდერულად ნეიტრალურ ენას იყენებენ სხვა ავიაკომპანიებიც: Japan Airlines, Air New Zealand, Lufthansa, and Air Malta.
ამერიკაში, 2019 წელს, ავიაკომპანიებმა და საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციამ (IATA) მოუწოდა კომპანიებს, გამგზავრებამდე მგზავრებს ნება დართონ, აირჩიონ ისეთი გენდერული პარამეტრები, როგორიცაა ,,დაუზუსტებელი” ან ,,დაუდგენელი”. რამდენიმე ქვეყანა უკვე იძლევა ნებართვას, მესამე სქესი პასპორტებში აღინიშნოს, ამ ქვეყნების სიშია ავსტრალია, კანადა, დანია, ინდოეთი, ნეპალი და პაკისტანი.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა პირობა დადო, რომ არაბინარული პასპორტი 2021 წლის ბოლომდე იქნება ხელმისაწვდომი.
წყარო: them.us