Ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ILGA Asia-ს გვერდზეა გამოქვეყნებული, სხვადასხვა ლგბტქ+ ადვოკატირების ჯგუფმა ავღანეთში ქალების, ბავშვებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების დაცვა მოითხოვა.
15 აგვისტოს თალიბანის მებრძოლებმა ქაბულში, პრეზიდენტის სასახლეზე აიღეს კონტროლი, ხოლო პრეზიდენტის გაქცევის შემდეგ – მთელ ქვეყანაზე. თალიბანის ძალაუფლების სწრაფმა გავრცელებამ ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის მოულოდნელი დაშლა გამოიწვია.
პოლიტიკურ და სხვადასხვა საკითხებზე მომუშავე ადვოკატირების ორგანიზაციები ქვეყანაში მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობით დაინტერესდნენ, მათ შორის, ლგბტქ+ ადამიანებით, ქალებითა და რელიგიური უმცირესობებით.
ILGA Asia აზიის რეგიონში ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანს და ინტერსექსი ადამიანების ასოციაციაა, რომელიც 170-ზე მეტი ლგბტ ორგანიზაციის გაერთიანებას წარმოადგენს აღმოსავლეთ, სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და დასავლეთ აზიაში. ადმინისტრაციული ოფისი ტაილანდში, ბანგკოკში მდებარეობს.
“ჩვენ შეშფოთებული ვართ თალიბების მიერ დაწესებული შარიათის კანონით. Უკვე ცნობილია, რომ ბევრ ქალსა და გოგოს ეშინია საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის და მათ სკოლასა და უნივერსიტეტში სწავლის აკრძალვის საფრთხე ემუქრებათ. ჩვენ ვწუხვართ იმის გამო, რომ ათწლეულების განმავლობაში ქალთა ჯგუფების წინსვლა მოულოდნელად და კატასტროფულად შეიცვალა.
ასევე, ჩვენ გვეშინია, რომ დაიწყება ლგბტქი ადამიანების კრიმინალიზება და დევნა, თალიბანის ხელისუფლებამ გააკეთა განცხადება, რომ გეი მამაკაცებისთვის სიკვდილით დასჯა აღდგება. ავღანელი ლგბტ პირები უკვე რამდენიმე წელია ცხოვრობენ ძალადობისა და მკვლელობების შიშით და ჩვენ გვეშინია, რომ ეს სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება.” – ნათქვამია საჯარო განცხადებაში.
ILGA Asia-ს წერილში გაჟღერებულია შემდეგი მოთხოვნები:
- მოვუწოდებთ თალიბანს, პატივი სცეს ყველა ადამიანის უფლებებს, რომელიც ავღანეთის კონსტიტუციით აქვთ მინიჭებული, ასევე, ავღანეთის მიერ რატიფიცირებულ საერთაშორისო შეთანხმებებს, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ნორმებს.
- ვითხოვთ, რომ ნებისმიერი ძალისხმევა ამ პოლიტიკური კრიზისის ჩასახშობად, დროულად განხორციელდეს.
- მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, უზრუნველყოს გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარება და ყველა ავღანელის დაცვა.
- მოვუწოდებთ ქვეყნებს, გახსნან საზღვრები და მიიღონ ლტოლვილები და თავშესაფრის მაძიებლები ავღანეთიდან. ჩვენ ვაფასებთ კანადის ვალდებულებას, მიიღოს 20,000 დაუცველი ავღანელი და პრიორიტეტი მიანიჭოს ლგბტ პირებს, ქალ ლიდერებსა და სხვა ჯგუფებს. ველოდებით სხვა ქვეყნებს, რომ მიბაძონ მას.
- მოვუწოდებთ ყველას, ერთად იმუშაონ, რათა უზრუნველყონ მხარდაჭერა საკუთარი შესაძლებლობების შესაბამისად. ჩვენ მოვუწოდებთ ინდივიდებსა და ჯგუფებს, გააკეთონ შემოწირულობები, დონაციები, რათა უზრუნველყონ ავღანეთში ლგბტქ+ ორგანიზაციების გადაუდებელი დაფინანსება.
ქვემოთ შეგიძლიათ ნახოთ იმ LGBTQ+ ადვოკატირების ჯგუფების სია, რომლებიც ამ განცხადებას ხელს აწერენ:
- 6Rang (Iranian Lesbian and Transgender Network)
- Access Planet Organization
- African Trans Network
- Aleph Melbourne
- All Out
- All Women’s Action Society (AWAM)
- Alouen
- Amnesty International Taiwan Section
- Antalya Feminist Kolektif
- ASEAN Feminist LBQ Network
- ASEAN SOGIE Caucus
- Asia Pacific Transgender Network
- Asia-Pacific Rainbow Catholics Network
- Bangladesh Queer Partnership Platform- EQUAL
- Beyond Borders Malaysia
- Bisdak Pride, Inc.
- Bisexual Alliance Victoria
- Boys of Bangladesh (Formerly)
- Campaign for Change
- CAN-Myanmar
- CEDAW Committee of Trinidad & Tobago
- Centre for Civil and Political Rights
- Centre for Independent Journalism (CIJ) Malaysia
- COC Netherlands
- Community Welfare and Development Fund
- Covenants Watch
- CPCD Studio
- Dawei Probono Lawyer Network
- Deaf Rainbow
- Diversity and Solidarity Trust – Sri Lanka
- Diversity Lounge Toyama
- Doshisha University
- Edge Effect
- ELLY Fukui
- Equal Asia Foundation
- EQUAL GROUND, Sri Lanka
- GAYa NUSANTARA Foundation
- Gays Without Borders
- Helem
- Human Dignity Trust
- Human Rights Defenders World Summit
- ICS Center
- ILGA Asia
- ILGA World
- Iloilo Pride Team
- Inclusive Bangladesh
- International Service for Human Rights
- International Women’s Rights Action Watch Asia Pacific
- Intersex Asia
- Intersex Philippines
- isha lisha – Haifa feminist center
- Ishikawa Conference for LGBT
- Iwate Rainbow Network
- J-ALL (Japan Alliance for LGBT Legislation)
- JEJAKA
- Justice for sisters
- Kampania Przeciw Homofobii | Campaign Against Homophobia (Poland)
- Kanazawa Rainbow Pride
- Kaos GL
- Korean Sexual-minority Culture & Rights Center
- LakanBini Advocates Pilipinas
- Legal Dignity
- Let’s Breakthrough, Inc.
- Lezpa
- LGBT Centre
- LOUD (Lesbians of Undeniable Drive)
- LOVE4ONE
- M-coalition
- MANODIVERSA
- Manushya Foundation
- Marsa Sexual Health Center
- Matimba
- Metro Manila Pride
- Midneunfemi
- Monsoon Malaysia (MM)
- MOSAIC Mena
- Movimiento de Integración y Liberación Homosexual (MOVILH)
- Mujer-LGBT Organization, Inc
- Namibia Diverse Women Association
- Nijiiro Diversity
- Noboprobhaat
- Nőkért Egyesület (Association for Women), Hungary
- NPO Tokyo Rainbow Pride
- Oogachaga
- Organization Intersex International-Chinese (Oii-Chinese)
- Outrage Magazine
- Pacific Human Rights Initiative
- Palestinian Working Woman for Development “PWWSD”
- Pan Africa ILGA
- PELANGI Campaign
- Persatuan Sahabat Wanita, Selangor (Friends of Women Organisation, Selangor)
- Pioneer Filipino Transgender men Movement
- PLACE TOKYO
- Planet Ally
- PLUHO (People Like Us Hang Out!)
- Pride House Tokyo
- PROHAM
- Proud Futures
- PT Foundation
- Queer Voices of Bhutan
- Queers4Climate
- Rainbow Action Against Sexual-Minority Discrimination
- Rainbow Egypt
- RainbowJesus (무지개예수)
- RFSL (The Swedish Federation for Lesbian, Gay, Bisexual, Transgender, Queer and Intersex Rights)
- Sans Tabous
- Sayoni
- SEED Malaysia
- Seoul Human Rights Film Festival in South Korea
- SGRainbow
- SHARE, center for Sexual rights And Reproductive justicE
- Sisters in Islam, Malaysia
- SOGILAW
- SORANIJI HIMEJI
- Success Capital Organisation
- Swasti
- Taiwan Association for Human Rights
- Taiwan Equality Campaign
- Taiwan Gender Equity Education Association
- Taiwan LGBTQ Family Rights Advocacy
- Taiwan Tongzhi (LGBTQ+) Hotline Association
- The Gay and Lesbian Coalition of Kenya (GALCK)
- The Global Center for LGBTI+ Freedom and Education
- The Institute for Studies on Society, Economy & Environment – iSEE
- Thorne Harbour Health
- Together4Change: DAWOOM
- Transgender Equality Hong Kong
- Transgender Victoria
- Transpiration Power
- Trikone Australasia Inc
- Tufts University
- UP Babaylan
- Visayas LBTQ Network
- Women Against Rape
- Women for Women’s Human Rights (WWHR)
- Youth Voices Count
- にじ♡はぐ 石川
- ひだまりの会
Წყაროები:
https://www.ilgaasia.org/news/2021/8/18/joint-statement-on-afghanistan