ცოტა ხნის წინ ფოტოგრაფი და არტისტი ინა მოსინა 1500 რუბლით დაჯარიმდა ინსგარამზე ლგბტქი დროშების დადების გამო. Associated Press აქვეყნებს სტატიას, სადაც რუსეთში ბოლოდორინდელი ჯარიმებისა და პატიმრობის შესახებ იტყობინება.
მას შემდეგ, რაც რუსეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ლგბტქი მოძრაობა “ექსტრემისტულად” გამოცხადდა, მალევე დაიქყო რეპრესიები ქვიარ ადამიანების მიმართ. მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში ლგბტქი მეგობრულ ბარებსა და კლუბებში ჩატარდა საპოლიციო რეიდები, რა დროსაც პოლიციელები უღებდნენ ფოტოებს სტუმრებს და მათ პირად დოკუემნტებს. ასევე, რუსეთში სისხლის სამართლებრივი დევნის საფრთხის გამო საქმიანობა შეწყვიტეს ლგბტქი უფლებადამცველებმა, ადვოკატებმა და ორგანიზაციებმა.
რამდენიმე კვირის წინ ვოლგოგრადში დაჯარიმდა კაცი სოციალურ ქსელში ლგბტქი დროშის დადების გამო. სასამართლოს განცხადებით, ის “ექსტრემისტული ორგანიზაციების სიმბოლიკის დემონსტრირებას ახდენდა”.
5 დღიანი პატიმრობა შეეფარდა ანასტასია ერშოვას ცისარტყელას ფორმის საყურეების ტარების გამო. კაფეში მასთან მივიდა კაცი, რომელმაც მოსთხოვა საყურეების მოხსნა, უარის მიღების შემდეგ კი ერშოვას ვიდეო გადაუღო და ტელეგრამზე განათავსა. რადიკალურმა ჯგუფებმა აღნიშნული ვიდეო ტელეგრამ არხზე გაავრცელეს, რასაც ანასტასია ერშოვას პატიმრობა მოჰყვა.