კვლევის თანახმად, ამერიკაში 4-დან 1 ახალგაზრდა თავს ქვიარად აიდენტიფიცირებს. კვლევის ანგარიშიდან ჩანს, რომ “მილენილაების” 16%, “ჯენ იქსის” 7% და “ბუმერების” 4% იდენტიფიცირდება, როგორც ლგბტქი წარმომადგენელი. ყველაზე მეტი – თითქმის 30% კი მოდის “ჯენ ზი” თაობაზე, რომელიც თავს მიიჩნევს ქვიარად. გამოკითხვაში 6600-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. კვლევა 2023 წელს ჩატარდა.
აღნიშნული კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ “ჯენ ზის” თაობა ყველაზე ქვიარ თაობაა სხვებთან შედარებით. გასული წლის თებერვალში ჩატარებულმა კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ამერიკის ახალგაზრდების 20% მიიჩნევს თავს ქვიარად. კვლევაში 16-26 წლის ადამიანები იღებდნენ მომაწილეობას. ანგარიშიდან ჩანს, რომ ახალგაზრდა თაობა მეტად ღიაა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამოხატვის თვალსაზრისით, ვიდრე მათი წინამორბედი – “მილენიელების” თაობა.