ქვიარ ადამიანების მიმართ ბოლო დროს სხვადასხვა სოციალურ ქსელში გახშირებული ბულინგის, ღირსების შელახვისა და ძალადობის ფაქტების გამო, არაერთი ორგანიზაცია მოუწოდებს META-ს, იზრუნოს მის ლგბტქი მომხმარებლებზე.
Human Rights Watch-მა წამოიწყო კამპანია #SecureOurSocials რომელიც მოითხოვს META-სგან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ფეისბუქსა და ინსტაგრამზე. ორგანიზაცია ეყრდნობა მისივე ანგარიშს, რომელიც გამოქვეყნდა 2023 წელს. ანგარიშიდან ირკვევა, რომ ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის ეგვიპტე, ერაყი, ტუნისი, იორდანია და ლიბანი, სხვადასსხვა ჯგუფები იყენებენ სოციალურ ქსელებს ქვიარ ადამიანების მიმართ შანტაჟის, დევნისა და ძალადობისთვის. ჩამოთვლილი ქვეყნების მიღმა, ხშირად ფეისბუქსა და ინსტაგრამზე არ ხდება ქვიარ ადამიანების მიმართ ძალადობისა და ბულინგის შემცველი პოსტების წაშლა, მიუხედავად პროტესტისა.
Human Rights Watch-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში ჩანს, რომ ფეისბუქზე ან ინსტაგრამზე იძულებითი ქამინგ აუთის, ბულინგის ან ძალადობის გამო ლგბტქი ადამიანებმა დაკარგეს სამსახური, დაექვემდებარნენ ძალადობას ოჯახის წევრის ან სხვისი მხრიდან, ან აქვთ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები. ზოგს კი მოუწია ქვეყნის ან ქალაქის დატოვება. ბევრი ქვიარ ადამიანი არ გრძნობს თავს უსაფრთხოდ ფეისბუქსა და ინსტაგრამზე.
მოიხედავად იმისა, რომ META-ს პოლიტიკა კრძალავს სოციალურ ქსელში ძალადობასა და პლატფორმის ბოროტად გამოყენებას, ორგანიზაციების აზრით, ეს არ არის საკმარისი და სამწუხაროდ, გამართულად არ მუშაობს კონკრეტულად ქვიარ მომხმარებლების შემთხვევაში. “მაშინ, როდესაც ლგბტქი ადამიანები შესაძლოა თავს ისედაც არ გრძნობდნენ უსაფრხთოდ და დაცულად, სოციალურ პლათფორმაზე არ უნდა აწყდებოდნენ დამატებით ძალადობას. ისინი იმსახურებენ ადამიანურ მოპყრობას. ყველა უნდა იყოს დარწმუნებული იმაში, რომ ორგანიზაცია (META) აკეთებს ყველაფერს მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.” ამბობს Human Rights Watch-ის დირექტორის მოადგილე რაშა იუნესი.
2023 წლის სექტემბერში, მედია პლატფორმამ Media Matters გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვით ინსტაგრამზე ბევრი ადამიანი თუ ჯგუფი არღვევს ძალადობის წინააღმდეგ პოლიტიკას და ავრცელებს დეზინფორმაციას, სიძულვილის ენასა და ბულინგს ქვიარ ადამიანების მიმართ. ორგანიზაციამ გააკრიტიკა META და მოუწოდა მეტი ძალისხმევა და მონდომება გამოიჩინოს სოციალურ მედია პლატფორმებზე ადამიანების უსაფრთხოების დასაცავად.