კრისტენ სტიუარტმა ცოტა ხნის წინ ჟურნალ Variety-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ არ აპირებს გააგრძელოს კინო ინდუსტრიაში მუშაობა მანამ, სანამ არ ექნება შესაძლებლობა გადაიღოს საკუთარი რეჟისორობით ფილმი “The Chronology of Water.” აღნიშნული ფილმი შეიქმნება ლიდია იუკნავიჩის მემუარები მიხედვით. იუკნავიჩის ნაწარმოები “The Chronology of Water” გვიყვება ახალგაზრდა ქვიარ გოგონას ცხოვრებაზე, მის სექსუალურ განვითარებასა და ძალადობაზე. ასევე, იდენტობის საკითხების სირთულეებზე, რომელსაც ალკოჰოლზე დამოკიდებულებამდე მიჰყავს მთავარი გმირი. კრისტენ სტიუარტი ამბობს, რომ აღნიშნული ფილმის გადაღება მისთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია.
მსახიობმა ცოტა ხნის წინ მონაწილეობა მიიღო ქვიარ თრილერში “Love Lies Bleeding”და საი-ფაი მელოდრამაში “Love Me.” სტიუარტი ამბობს, რომ ექსტრემალური გზით დაფინანსების მოთხოვნა ის უკანასკნელი საშუალებაა, რაც მას დარჩა, ამიტომ მიმართავს უკიდურეს ზომებს და ფიქრობს, აღარ მიიღოს სხვის გადაღებულ ფილმებში მონაწილეობა, სანამ არ განახორციელებს სარეჟისორო მიზანს.