გამოცემა Telegraph წერს, რომ 33 წლის როია ჰეშმატი თეირანში ჰიჯაბის გარეშე რამდენჯერმე გამოჩნდა, რის შემდეგაც ის “საჯარო მორალის დარღვევისთვის” დაადანაშაულეს და ბრალი “გარყვნილების წახალისებისთვის” წაუყენეს. ასევე, ქალს ჯარიმის სახით 225 ევროს გადახდა დააკისრეს.
ირანის მთავრობამ ბოლო დროს ჰიჯაბისა და ზოგადად, ჩაცმის კოდექსის წესების დარღვევის გამო სასჯელს უფრო ხშირად იყენებს. 2022 წელს ირანში საპროტესტო ტალღა გამოიწვია მორალის პოლიციის მიერ 22 წლის სტუდენტზე, მაჰსა ამინზე ძალადობამ – ის ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის საბაბით დააკავეს და სცემეს, რის შედეგადაც ქალი 16 სექტემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამას ირანში მასშტაბური საპროტესტო ტალღა მოჰყვა.
მაჰსა ამინის სიკვდილის შემდეგ ირანის ქუჩებში ათასობით ქალი გამოვიდა – სოლიდარობის მიზნით, დემონსტრანტები წვავდნენ ჰიჯაბებს, მათი მთავარი სლოგანი კი “ქალი, ცხოვრება, თავისუფლება” გახდა. უსაფრთხოების ძალები პროტესტის ჩახშობას ძალის გამოყენებით ცდილობდნენ.
2023 წლის ოქტომბერში მორალის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის გამო კიდევ ერთ მოზარდს სცემა – არმიტა გერავანდის ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის გამო, მორალის პოლიცია სასტიკად გაუსწორდა, თუმცა ამ ინფორმაციას ხელისუფლება უარყოფს და აცხადებს, რომ ის თეირანის მეტროში შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც მიყენებული ტრავმით კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ის რამდენიმე დღე კომაში იყო და გარდაიცვალა.