14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლეობაში ბრალდებულს პროკურატურამ გაუპატიურების მუხლით ბრალი დაუმძიმა.
კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში 14 წლის მსხვერპლი მოძალადე “ქმარმა” ცეცხლსასროლი იარაღით 6 ოქტომბერს მოკლა. მკვლელობაში ბრალდებული 28 წლის ე.წ ქმარი 10 ოქტომბერს დააკავეს. დაკავებულია ასევე მოკლულის დედა და ბიძა. მათ ქორწინების იძულება და დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებათ ბრალად, ხოლო მკვლელობაში ბრალდებულის ბიძასა და ბიძაშვილს მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით აქვთ ბრალი წარდგენილი.