ევროპულმა ორგანიზაცია ILGA-Europe-მა გამოაქვეყნა მისი შეფასების ინსტრუმენტის Rainbow Europe-ის 2023 წლის მონაცემები.
თანასწრობა, ევროპის მასშტაბით წინ მიიწევს, მიუხედავად იმისა, რომ რანდენიმე ქვეყანაში ლგბტქი თემის მიმართ ინტენსიურ თავდასმხებს აქვს ადგილი.
ტრანს ადამიანებთან დაკავშირებით საკმაოდ პოლარიზებული დისკურსის ფონზე, რიგ ქვეყნებში მიღებულია სქესის აღიარების ისეთი მოდელები, რომლებიც თვითიდენტიფიკაციას უჭერენ მხარს. ქვიარ ადამიანების ძლიერმა მხარდაჭერამ ამ ქვეყნის პოლიტიკოსებს ბენეფიტებიც მოუტანა. განსაკუთრებით ეს შესამჩნევია ქვეყნებში, სადაც ინტერსექსი ადამიანების სასქესო ორგანოებზე ქირურგიული ჩარევა აიკრძალა კანონის დონეზე.
ესპანეთმა, წლევანდელი რუქის მიხევით, მე-6 ადგილიდან გადაინაცვლა მე-4 ადგილზე, ფინლანდია შევიდა პირველ ათეულში, საბერძნეთიც აიწია 4 პოზიციით. ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობაში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნებით, სიძულვილით მოტივირებული, დანაშუალის დამამძიმებელ გარემოებებად განსაზღვრამ ბელგია, ისლანდია ესპანეთის დონეზე ამოწია. ყველაზე წინ კი მალტაა.
აღსანიშნავია, რომ მოლდოვას პოზიციები აიწია 14 პუნქტით, რადგან ქვეყნის კანონმდებლობამ დისკრიმინაციის აკრძალვა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და ენის გარდა, სოგის ნიშნით, მოიცვა დასაქმების, განათლების, ვაჭრობის და სერვისების, ასევე ჯანდაცვის სფეროებიც.
სლოვენიასა და შვეიცარიაში დაკანონდა ერთიდაიგივე სქესის მქონე ადამიანების ქორწინება და ასევე ბავშვის შვილად ერთობლივი აყვანა. შვეიცარიამ დამატებით დაუშვა ექსტრაკორპორალური განაყოფიერება ქვიარ წყვილებისთვის. ქორვატიამ ასევე დაუშვა ბავშვის შვილად აყვანა ქვიარ წყვილებისთვის.
საქართველო ჯერ-ჯერობით ინარჩუნებს თავის 25%-იან რეიტინგს (2015 წელს ის 36%-ს შეადგენდა), რაც იმას ნიშნავს რომ საკანონმდებლო დონეზე ლგბტქი ადამიანების უფლებების სრულ აღიარებას და პატივისცემას 75%-ით ჩამორჩება. თუმცა ისევ, ჯერ-ჯერობით წინ უსწრებს რიგ ქვეყნებს, როგორიცაა – თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი, ბელორუსი, პოლონეთი, რუმინეთი, უკრაინა და ლატვია.
ცხადია კანონმდებლობის არსებობა სულაც არ ნიშნავს მის დაცვას და ამ კუთხით საქართველოში ლგბტქი თემის უფლებრივი მდგომარეობა, სახალხო დამცველის და სათემო ორგანიზაციების ანგარიშების მიხედვით, საკმაოდ მძიმეა. 2021 წლის კვლევის შედეგების მიხედვით 10-დან 7 ქვიარი ბოლო 2 წლის განმავლობაში ერთხელ მაინც დაექვემდებარა ფიზიკურ ძალადობას, ხოლო რესპონდენტების 68.7% ფსიქოლოგიურ ძალადობას.[1]
ILGA-Europe-ის ინსტრუმენტი Rainbow Europe ყოველწლიურად აფასებს ევროპის 49 ქვეყანას 74 კრიტერიუმის მიხედვით. მეტი ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია ბმულის მეშვეობით www.rainbow-europe.org/about.
[1] Research: Aghdgomelashvili et al., Assessing the impact of anti-pandemic restrictions and anti-crisis measures on the LGBTQI community due to the new coronavirus, WISG, 2021.