HBO Max-ის ფილმ Batgirl-ში DC-ს ისტორიაში პირველ ტრანსგენდერ პერსონაჟს ვიხილავთ. ფილმის მთავარი როლის შემსრულებელმა, ლესლი გრეისმა ინსტაგრამზე გადაღებების ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ტრანსგენდერ მსახიობ აივორი აკინოსაც ვხედავთ. გრეისმა ფოტოს წარწერაც დაურთო „ბარბარა და ალისია“. ბარბარა Batgirl-ის სახელია, აკინო კი სავარაუდოდ კომიქსის პერსონაჟ ალისია იოს განასახიერებს, რომელიც კომიქსებში პირველად 2011 წელს გამოჩნდა. იო პოპულარული კომიქსების პირველი მნიშვნელოვანი ტრანსგენდერი პერსონაჟია.
ფოტო: DC
აღნიშნულ ვარაუდს Warner Bros.-ის მიერ გამოცხადებული კასტინგიც ამძაფრებს. კომპანია 20-დან 30 წლამდე ასაკის აზიური წარმოშობის ამერიკელ ტრანსგენდერ ქალს ეძებდა. ფილმის პრემიერის თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ფილმი იმის შესახებ იქნება, თუ როგორ გახდა ბარბარა გორდონი ბეთგერლი. ბრენდან ფრეიზერი ბოროტმოქმედის როლს შეასრულებს, ჯ.კ. სიმონსი კომისარ გორდონის როლში მოგვევლინება, მაიკლ კიტონს კი ბეტმენის როლში ვიხილავთ.
წყარო: Advocate
ფოტო: Murphy’s Multiverse