5 რჩევა – როგორ დავიცვათ საკუთარი სხეული არდადეგების დროს

Ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენმა სხეულმა ბევრი რამ განიცადა. Ავადმყოფობიდან, მწუხარებიდან და პანდემიის შედეგად გამოწვეული დანაკარგებიდან დაწყებული, ხელახალი სიხარულისა და შვების განცდით დამთავრებული. Რჩება ისეთი შეგრძნება, თითქოს, უკლებლივ ყველამ გადავიტანეთ ძალიან დიდი მარცხი და ბოლომდე ჯერ კიდევ არ გამოვსულვართ ამ მდგომარეობიდან.

Ამ გარდაუვალ პროცესში ჩვენი სხეულები ჩვენი მუდმივი თანამგზავრები იყვნენ. Შესაძლოა, მათ ფორმა შეიცვალეს, ჩვენი კონტროლის ქვეშ თუ მის გარეშე. ბუნებრივი და მოსალოდნელიცაა, რომ ჩვენი დამოკიდებულება სხეულის მიმართ, შეიძლება შეიცვალოს. Პანდემიის პერიოდში ზოგიერთმა ჩვენგანმა უფრო მეტად დაიწყო სხეულის მიღება და იმაზე კონცენტრირება, რომ საკუთარ კანში თავი უკეთესად ეგრძნო. Ცოტა ხანი Გარე სამყაროსთან დისტანცირებამ საშუალება მოგვცა, უფრო მყარი კავშირი გვქონოდა საკუთარ თავთან, მაგრამ, მეორეს მხრივ, იქნებ დავიღალეთ კიდეც მასთან მარტო ყოფნით.

შეიძლება, შვებულების პერიოდში განსაკუთრებით გამძაფრდეს ის ემოციები, რომელსაც ჩვენი სხეულის გამო განვიცდით. Ნებისმიერ შემთხვევაში, მაგალითად, როდესაც თქვენ სტუმრობთ ოჯახის წევრებსა და ნათესავებს, ხვდებით ძველ მეგობრებს, ან უბრალოდ მიდიხართ სამსახურის წვეულებაზე, რთული იქნება აირიდოთ გარშემომყოფების კომენტარები თქვენი სხეულის ზომის, ასევე, სქესის გამოხატვის შესახებ, კომენტარები იმაზე, თუ რას ჭამთ, როგორ გაცვიათ და ა.შ. Ზემოთჩამოთვლილი ფაქტორებიდან გამომდინარე, ისეთ გარემოში დაბრუნება, რომელსაც პანდემიის გამო გადავეჩვიეთ, ამ წელს შეიძლება განსაკუთრებით რთული აღმოჩნდეს.

რამდენიმე კარგი და ჭკვიანური სტრატეგიის შემუშავება დიდი დახმარება იქნება მსგავსი უსიამოვნო მომენტების თავიდან ასაცილებლად. Თვითრეფლექსია, სიტუაციის სათანადოდ გააზრება და მკაფიო საზღვრების დაწესება – ეს არის ინსტრუმენტები, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. Გთავაზობთ, ექსპერტების შეხედულებებსა და რჩევებს, რომელიც დაგეხმარებათ, გაზარდოთ თავდაჯერებულობა, თავიდან აირიდოთ არასასურველი დაძაბულობა და შეინარჩუნოთ კარგი განწყობა შვებულების განმავლობაში, მიუხედავად იმისა, თუ როგორ განვითარდება ის.

იმუშავეთ საკუთარი თავის მიღებაზე

Ის, თუ როგორ ვუკავშირდებით საკუთარ სხეულებს, შეიძლება ძალიან ჰგავდეს ნებისმიერ სხვა ურთიერთობას – ზოგჯერ სასიამოვნო იყოს, ზოგჯერ იწვევდეს იმედგაცრუებას, იყოს განვითარებადი, ან არასრულყოფილი – ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ყველაფერი სავსებით ნორმალურია. Სხეულის მიღებას სჭირდება ძალიან დიდი ძალისხმევა, რაც ერთ-ერთი პირველი ნაბიჯია საკუთარი თავისთვის სივრცის შესაქმნელად.

,,Მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როდის გვრჩება დაუცველობის შეგრძნება, რომელიც ჩვენს სხეულთან დაკავშირებით შეიძლება გვქონდეს და ამის შესახებ აუცილებლად ვაცნობოთ მეგობრებსა და ოჯახს, რათა მათ შეძლონ მხარდაჭერა. Რა თქმა უნდა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც არ არიან ემპათიურები და შევეცადოთ, არც ეს ფაქტი დაგვავიწყდეს. Შეიძლება გაგვიჩნდეს ისეთი ემოციები, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს ღირებულებებს, მაგალითად, თუ თქვენი სხეულით კმაყოფილი ხართ, ბუნებრივია, გულთან ახლოს მიიტანოთ და გაბრაზდეთ, როდესაც მასზე რაიმე ცუდს იტყვიან. Ამ დროს ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ გრძნობებს, მაგრამ თუ მოვინდომებთ, შეგვიძლია მისი მართვა”, – ამბობს რადიკალური თერაპიის ცენტრის თანადამფუძნებელი, ლიცენზირებული სოციალური მუშაკი, სონალე რაშატვარი.

Მზად იყავით რეაგირებისთვის და საზღვრების დასაწესებლად

Არსებობს გარემოებები, როდესაც ჩვენი სხეული უფრო დიდ ყურადღებას იპყრობს, ვიდრე ჩვეულებრივ. Არდადეგები ოჯახთან ერთად შეიძლება ერთ-ერთ ასეთ გარემოებად ჩავთვალოთ. Ქვიარ ბლოგერი, ალისე დალესანდრო სანტიაგო წერს, რომ ხალხი აუცილებლად დააპირებს კომენტარის გაკეთებას, ამიტომ მზად უნდა ვიყოთ პასუხის გასაცემად. Ამისათვის მთელი რიგი პოტენციური სტრატეგიები არსებობს, გააჩნია იმას, თუ რა არის თქვენთვის კომფორტული, ასევე, როგორია კონტექსტი და ვინ არიან მასში ჩართული ადამიანები.

Ოჯახთან კომუნიკაციისას, იუმორი განსაკუთრებით სასარგებლოა. „Ეს გამოიწვევს სიცილს და ადამიანებს დაეხმარება იმის დამახსოვრებაში, რომ რაღაცების თქმის უფრო ლამაზი გზებიც არსებობს. Ასევე, შეგვიძლია, მათ პირდაპირ კორექტულად ვუთხრათ, რომ არ გვსიამოვნებს, როდესაც ჩვენს სხეულსა და სქესზე საუბრობენ, მაგრამ გვიყვარს, როდესაც ადამიანები გვეუბნებიან, რომ ვენატრებით. Ამისათვის საჭიროა, გვქონდეს პასუხების მარაგი, რომლის გამოყენებასაც სათანადო სიტუაციებში შევძლებთ“, – ამბობს რაშატვარი. Შეიძლება სასარგებლო იყოს იმის მკაფიოდ გაჟღერებაც, რომ არ ვაპირებთ იმ საუბარში ჩართვას, რომელშიც შეიძლება დაგვამცირონ.

Შეეცადეთ, ეს საკუთარ თავზე არ მიიღოთ

Ზოგჯერ, როდესაც საკუთარი თავის დაუცველობა გვაშინებს, შეიძლება დაგვეხმაროს იმის გახსენება, რომ ამ მხრივ გამორჩეულები არ ვართ და სხვებიც ზუსტად იგივე პროცესებს გადიან. „არავინ ფიქრობს შენზე იმაზე მეტად, ვიდრე საკუთარ თავზე. Ეს ასე არაა.” – ამბობს სანტიაგო.

Ადამიანებში ჩაპროგრამებულია გარეგნობაზე კომენტარების გაკეთება. Ამას სულაც არ აქვს რაიმე საერთო ჩვენთან, როგორც ინდივიდებთან. Ჩვენ ვფიქრობთ, რატომ გვეუბნებიან ადამიანები ისეთ რამეს, რაც ჩვენს სხეულებს არ ეხება? Ეს არის ერთგვარი საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოპიტი – ადამიანებმა აკეთონ არასაჭირო კომენტარები სხვების გარეგნობასთან დაკავშირებით. Როდესაც ვინმე აკეთებს კომენტარს თქვენს სხეულზე, კვებასა და გენდერულ გამოხატულებაზე, ეს ხშირად ასახავს იმას, თუ როგორ უკავშირებს ამას საკუთარ თავს.

Მოუსმინეთ საკუთარ სხეულს, გაიგეთ, რა სურს მას 

Ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენს სხეულებთან კონტაქტის შენარჩუნებაა და არა ის, თუ რას ამბობენ მასზე სხვები. Თუნდაც, საკვებზე, რომელსაც ჩვენ ვიღებთ. Არდადეგების დროს, შეიძლება მოხდეს საკვების მორალიზაცია, რაც აუცილებლად დიდი გამოწვევა აღმოჩნდება, განსაკუთრებით მათთვის, ვინც კვებით აშლილობას ებრძვის.

Საკვები შეიძლება ასოცირდებოდეს სიყვარულთან. Ოჯახთან ერთად სადილმა, განსაკუთრებით არდადეგების პერიოდში, შეიძლება უამრავი ასოციაცია დაგვიგროვოს. Საჭმელს არანაირი მორალური ღირებულება არ გააჩნია – თავი არ უნდა ვაიძულოთ, ვჭამოთ ის, რაც არ გვინდა, მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენს რომელიმე ოჯახის წევრს არ ვაწყენინოთ და არ უნდა ვთქვათ უარი ზედმეტ ულუფაზე იმის გამო, რომ შესაძლოა, ამასთან დაკავშირებით არასასიამოვნო კომენტარები გააკეთონ. Საბოლოო ჯამში, ამ თემაზე კომუნიკაცია უნდა შედგეს მხოლოდ საკუთარ თავთან, მასში ოჯახის წევრების მონაწილეობა სავალდებული არ არის.

Არ გაწყვიტოთ კომუნიკაცია თქვენს გულშემატკივრებთან

Ადვილია თავი იზოლირებულად ვიგრძნოთ, როდესაც საქმე ჩვენი სხეულის კრიტიკას ეხება. Თუ გარშემო არ გყავს ადამიანი, რომელიც მხარს დაგიჭერს, შეეცადე, მხარდამჭერი ოჯახის წევრებს შორის აღმოაჩინო. Ასევე, შესაძლებელია მეგობრისთვის მოკლეტექსტური შეტყობინების გაგზავნა იმის შესახებ, თუ რა ხდება შენს თავს კონკრეტულ სიტუაციაში, რათა თავი გარიყულად და მარტოდ არ იგრძო.

Აუცილებელია მეგობრებმა იცოდნენ, რა გჭირდებათ, როდის გრძნობთ თავს კარგად, ან პირიქით – ცუდად. Მათ არ უნდა დაუმალოთ, როდესაც ისინი თქვენს გრძნობებს ვნებენ და არც იმის თქმა დაგავიწყდეთ, რას აკეთებენ კარგს თქვენთან მიმართებაში, როდესაც პოულობენ გზებს იმისთვის, რომ უკეთესად იყოთ.

Მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობთ, ძველებური ცხოვრების სტილს თავიდან შევეგუოთ, დღის ბოლოს მაინც გვიწევს საკუთარ სახლში საკუთარ თავებთან დაბრუნება. Საბოლოოდ, ჩვენს სხეულებთან მშვიდობის დამყარება, მასზე ზრუნვა და დროის დათმობა – ეს  საუკეთესო საჩუქარია, რაც შეიძლება საკუთარ თავს გავუკეთოთ.

წინა

ვირუსული ვიდეო, რომელიც თურქეთის ქვიარ ჰიმნის ინსპირაციად იქცა

შემდეგი

ასექსუალების დროშის ფერები და ისტორია

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: ნინო ბექაია (ფსიქოლოგი) სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ინტერვიუს ავტორი: ზურა აბაშიძე ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია,

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ

უმცირესობათა სტრესის გავლენა ქვიარების ჯანმრთელობაზე    

FacebookTweetLinkedInEmail ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია,