23 ნოემბერს ამერიკის ხმის ჩამწერმა აკადემიამ გრემის 2022 წლის ნომინანტები დაასახელა. ნომინანტებს შორის ლიდერობს ჰიპ-ჰოპის შემსრულებელი Lil Nas X, რომელმაც 5 ნომინაცია მიიღო, მათ შორის, სამი ნომინაცია სიმღერისთვის, Montero (Call Me by your Name), რომელიც ქვიარ სექსზე გვიამბობს.
22 წლის არტისტის სადებიუტო სტუდიური ალბომი Montero, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ გამოვიდა გრემის ყველა ძირითად კატეგორიაში (Record of the Year, Song of the Year, Album of the Year) მოხვდა.
ამასთან ერთად, არტისტმა „საუკეთესო მუსიკალური კლიპის“ და „საუკეთესო მელოდიური რეპ-პერფორმანსის“ ნომინაცია მიიღო.
ჰიპ-ჰოპის შემსრულებელი თვითერის ექაუნთით გამოეხმაურა თავის წარმატებას:
ეს ქვიარ თემატიკაზე დაწერილი სიმღერის ყველაზე დიდი წარმატებაა გრემის ისტორიაში. სიმღერა 2017 წლის გახმაურებულ ქვიარ ფილმს და წიგნს, „შენი სახელით დამიძახე“ ეფუძნება.
გრემის 2022 წლის დაჯილდოების ცერემონია 31 იანვარს გაიმართება