პალმირა მარტინეს გალარდო ვალდესმა და გაბრიელა ფლორეს კასტრომ 5 წლის რიკარდოს შვილად აყვანა მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყეს, 6-თვიანი განხილვის შემდეგ, მოსამართლემ შვილად აყვანა 13 ივლისს დაამტკიცა, როდესაც რიკარდომ მიიღო დაბადების მოწმობა, რომელზეც ორივე დედის სახელი იყო ჩაწერილი.
რიკარდო 2015 წლის ნოემბერში დაბადებისთანავე მიატოვეს ბიოლოგიურმა მშობლებმა და მას შემდეგ სახელწიფო ზრუნვის პროგრამაში იყო. შემდეგ ის გადაიყვანეს პროგრამაში, სადაც მისი მომავალი დედები მოხალისეებად მუშაობდნენ. ‘’ჩვენ ვიგრძენით კავშირი’’ – ამბობს ერთ-ერთი დედა კასტრო
ამ ფაქტამდე მექსიკაში მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები გატარდა:
Human Rights Watch-ის მიხედვით, შვილად აყვანის უფლება მექსიკაში ერთი და იმავე სქესის წყვილებისთვის მას შემდეგ დამტკიცდა, რაც ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ 2010 წელს დაამტკიცა, რომ მთავრობას არ შეეძლო ჩამოერთვა ლგბტქ+ თემისთვის მათ იდენტობასთან დაკავშირებული ფუნდამენტური უფლებები.
2009 წელს მექსიკაში გამოიცა ვერდიქტი, რომელიც ერთი და იმავე სქესის ადამიანებს ქორწინების უფლებას აძლევდა, თუმცა მექსიკის გენერალური პროკურორის ოფისი ამტკიცებდა, რომ სახელმწიფო ვერ იცავდა ბავშვის საუკეთესო ინტერესს და ვერ აკმაყოფილებდა ოჯახის კონცეფციას, როცა ეს ვერდიქტი ერთსქესიან წყვილებს აყვანის უფლებას აძლევდა.
უზენაესი სასამართლო არ დაეთანხმა გენერალური პროკურორის ოფისს და მაგალითად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) 2008 წლის გადაწყვეტილება მოიყვანა, რომლის თანახმად, ერთი და იმავე სქესის წყვილებს ისევე აქვთ შვილად აყვანის უფლება, როგორც ჰეტეროსექსუალ წყვილებს და მარტოხელა ადამიანებს. ECHR– ის თანახმად, ბავშვის საუკეთესო ინტერესებში ასევე შედის მოსიყვარულე ოჯახი სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად.
2015 წელს კი, მექსიკის უზენაესმა სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი გადაწყვეტილება, როცა იუკატანის ნახევარკუნძულის კამპეჩეს შტატში გააუქმა კანონი, რომელის მიხედვით, ერთი და იმავე სქესის წყვილებს ეკრძალებოდათ შვილად აყვანა.
ერთნაირსქესიანი წყვილების დაქორწინება ნებადართულია მექსიკის 32 შტატიდან 20-ში.
‘’მიუხედავად მექსიკაში თანასწორობისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯებისა, ქვიარ ადამინები იურიდიულ და სოციალურ წინააღმდეგობებს მაინც აწყდებიან, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ლგბტ+ ოჯახების არსებობის დადასტურება. ამის კარგი მაგალითია პალმირასა და გაბრიელას ამბავი და ეს ამბავი ორმაგად მნიშვნელოვანია მექსიკის ისეთი კონსერვატიული შტატისთვის, როგორიც არის ხალისტო” – განაცხადა მექსიკელმა ლგბტქ+ აქტივისტმა, ენრიკე ტორე მოლინამ.
წყარო: them.us