არგენტინას გენდერულად ნეიტრალური პასპორტი ექნება

არგენტინა პირველი ქვეყანა გახდა სამხრეთ ამერიკაში, რომლესაც გენდერულად ნეიტრალური ეროვნული პასპორტები ექნება.

არგენტინის პრეზიდენტმა ალბერტო ფერნანდესმა განაცხადა -”ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ კაცისა და ქალის გარდა სხვა იდენტობებიც არსებობს და მათ პატივი უნდა ვცეთ, ისინი სულ არსებობდნენ, უბრალოდ, აქამდე დამალვა უწევდათ.”

არგენტინა შეუერთდება ისეთი ქვეყნების სიას, როგორიცაა – ავსტრალია, ბანგლადეში, დანია, ნეპალი და ახალი ზელანდია, სადაც ეროვნულ პასპორტში მესამე სქესის მითითება არის შესაძლებელი.

არგენტინას რეგიონში ტრანსგენდერების უფლებების დაცვის კუთხით დიდი ხნის ისტორია აქვს. ჯერ კიდევ 2012 წელს, 44-მილიონიანმა ქვეყანამ მიიღო კანონი გენდერული უფლებების შესახებ, რომელიც ტრანს ადამიანებს საშუალებას აძლევს, ექიმის მითითების გარეშე, ლეგალურად, შეიცვალონ სქესი დოკუმენტებში. კანონმდებლობაში ასევე შევიდა ცვლილება, რომ არგენტინის ჯანდაცვის სისტემაში შესულიყო ტრანს საჭიროებების უზრუნველყოფა ჰორმონული და ქირურგიული ოპერაციების ჩათვლით.

ინოვაციური კანონმდებლობის მიღებიდან ცხრა წლის განმავლობაში, არგენტინა აგრძელებს მუშაობას ტრანს-თანასწორობისკენ და ახორციელებს ცვლილებებს დასაქმების სფეროშიც. მაგალითად, არგენტინის უმსხვილესმა სახელწიფო ბანკმა Banco de la Nación-მა 2020 წელს გამოაცხადა დასაქმების 5%-იანი კვოტა ტრანს ადამიანებისთვის. ასევე, არგენტინას უნდა განახორციელოს უფრო გლობალური კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს 1%-იან კვოტას ტრანს ადამიანებისთვის საჯარო სექტორში.

წყარო: them.us

ფოტო: Getty Images

წინა

10 ქვიარ ილუსტრატორი ინსტაგრამზე

შემდეგი

ჰომოფობიური და სიძულვილის შემცველი პლაკატები თბილისის ქუჩებში ისევ გაკრულია

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: ნინო ბექაია (ფსიქოლოგი) სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის

იოგას თერაპიული პრაქტიკა ქვიარების მხარდასაჭერად

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: ნინო ბექაია (ფსიქოლოგი) ჩვენი საზოგადოების წევრებისთვის და ალბათ, ზოგადად, ადამიანების უმეტესობისთვის დამახასიათებელია მათთვის

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ინტერვიუს ავტორი: ზურა აბაშიძე ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია,

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ