თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, საკუთარი ემოციების, ფიქრებისა და გრძნობების სააშკარაოზე გამოტანა უფრო მარტივი გახდა. ილუსტრატორისა და სხვა გრაფიკული პროგრამების პოპულარობა კი ბოლო წლებში ძალიან გაიზარდა.
წარმოგიდგენთ 10 ქვიარ ილუსტრატორს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, რომლებსაც თავიანთი ნამუშევრებით LGBTQI+ თემები სააშკარაოზე გამოაქვთ, არ უშინდებიან არსებულ სისტემებს და ცდილობენ, გვაჩვენონ თანასწორობის, სიყვარულის, პროტესტისა და ქვიარობის ძალა.
Ruth Mora
რუთ მორა მექსიკური წარმოშობის ამერიკელი არტისტია, რომლის შემოქმედებაც პანკით, პოპკულტურით, კომიქსებით გასული საუკუნის 50-იანი და 80-იანი წლების მუსიკით, მოდით და კინოთი არის შთაგონებული. მის გრაფიკულ ნამუშევრებში დიდი ადგილი უჭირავს ქვიარ კულტურას და ფემინისტურ მესიჯებს.
გაეცანით არტისტის ნამუშევრებს ინსტაგრამის გვერდზე
Wednesday Holmes
Wednesday Holmes 25 წლის ბრიტანელი ქვიარ არტისტია, რომლის ილუსტრაციებში ჭარბად ვხვდებით ღია ფერებს. მისი მთავარი ინსპირაცია ქვიარ ადამიანებია და სწორედ მათთვის ქმნის ილუსტრაციებს. არტისტი სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა მოდის სახლ Gucci-სთან და BBC-სთან.
გაეცანით არტისტის ნამუშევრებს ინსტაგრამის გვერდზე
Liberty Antonia Sadler
Liberty Antonia Sadler ბრიტანელი ილუსტრატორი და კინორეჟისორია, რომლის შემოქმედება სხეულის პოლიტიკას ეფუძნება და ცდილობს, წინ აღუდგეს ობიექტივიზაციას, ფოტო მანიპულაციების უარყოფით მხარეებსა და სილამაზის დამთრგუნველ სტანდარტებს. ის ხშირად ხატავს ქალებს, რომლებიც ცხოვრობენ დიდი ზომის სხეულებში, ამაყები არიან და არ ერიდებიან საკუთარი სექსუალობის დემონსტრირებას.
გაეცანით არტისტის ნამუშევრებს ინსტაგრამის გვერდზე
ASHTON ATTZS
ASHTON ATTZS კიდევ ერთი ბრიტანელი არტისტია, რომელიც თავისი შემოქმედებით ცდილობს, წარმოაჩინოს ქვიარ ადამიანების ყოველდღიურობა. მის შემოქმედებაში მრავლად შეხვდებით მხიარულ ფერებსა და ანიმაციურ გმირებს ძლიერი მესიჯებით. 2018 წელს მისი ნამუშევარი „ნუ დარჩები შენს ხაზში“ (Don’t Stay in Ya Lane) Evening Standard Art Prize-ის გამარჯვებული გახდა.
გაეცანით არტისტის ნამუშევრებს ინსტაგრამის გვერდზე
David Jester
David Jester ამერიკელი მხატვარი და ილუსტრატორია, რომელიც ქვიარ მამაკაცებს ხატავს საცურაო აუზში. არტისტი თავისი ნამუშევრებით ცდილობს, ხმა აიმაღლოს ყველანაირი ჩაგვრის, მომწამვლელი მასკულინობის და დისკრიმინაციის წინააღმდეგ, საცურაო აუზი კი, რომელიც ყველა მის ნახატში გვხდება, წარმოაჩენს ცხოვრებას.
გაეცანით არტისტის ნამუშევრებს ინსტაგრამის გვერდზე
Jonathan Lyndon Chase
Jonathan Lyndon Chase 33 წლის ამერიკელი ქვიარ არტისტია, რომლის შემოქმედებაც შთაგონებულია აფროამერიკული კულტურით. მისი ნამუშევრები გამოირჩევა პოეტური ხედვით და წარმოაჩენს ადამიანის ტკივილს, სიამოვნებას, სურვილებს და სინაზეს.
გაეცანით არტისტის ნამუშევრებს ინსტაგრამის გვერდზე
Homo Riot
არტისტი, რომელიც Homo Riot-ის სახელს არის ამოფარებული, ლოს-ანჯელესში ცხოვრობს და მის ნამუშევრებს გარდა სოციალური ქსელებისა, შეხვდებით ლოს-ანჯელესის ქუჩებში, ძველი შენობების კედლებსა და სხვადასხვა კონსტრუქციებზე. მისი მიზანია, ქვიარ სიყვარული ისევე თამამად წარმოაჩინოს, როგორც ამას ჰეტეროსექსუალი წყვილები აკეთებენ.
გაეცანით არტისტის ნამუშევრებს ინსტაგრამის გვერდზე
Marcos Chin
Marcos Chin ნიუ-იორკში მცხოვრები არტისტია, რომელსაც სხვადასხვა დროს ისეთ კომპანიებთან უთანამშრომლია, როგორებიცაა ჟურნალი The New Yorker, Vogue, Time, Starbucks, HBO, Google და Honda.
გაეცანით არტისტის ნამუშევრებს ინსტაგრამის გვერდზე
Gabriella Grimes
Gabriella Grimes 25 წლის ფილადელფიელი ქვიარ არტისტია, რომელიც ცდილობს წარმოაჩინოს სამყარო, სადაც სხვადასხვა კანის ფერის მქონე ქვიარ ადამიანები ბედნიერად თანაცხოვრობენ.
გაეცანით არტისტის ნამუშევრებს ინსტაგრამის გვერდზე
Bobby Lynn Larson
კოლუმბიური წარმოშობის არტისტი Bobby Lynn Larson-ის შემოქმედება 1960-იანი წლების ქანთრის ჟანრის მუსიკით და ქანთრის შემსრულებელი ქალი არტისტებითაა შთაგონებული. არტისტის მიზანია, ახალბედა ქვიარებს უკეთ გააცნოს მეოცე საუკუნის ქვიარ მოძრაობები და ის ადამიანები, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ქვიარ პოლიტიკის განვითარებას.
გაეცანით არტისტის ნამუშევრებს ინსტაგრამის გვერდზე