გუშინ, TV პირველის ეთერში ანა სუბელიანმა კომენტარი გააკეთა:
”ჩვენ ღარიბაშვილმა გამოგვიცხადა უმრავლესობის ტირანია და თქვა, რომ ისე იქნება, როგორც უმრავლესობა გადაწყვეტს. ჯერ ერთი, თავისთავად ეს პოზიცია და ფორმულირება რომ არასწორია, ამაზე ყველანი ვთანხმდებით, მაგრამ არ მოვტყუვდეთ, მეგობრებო – მე დარწმუნებული ვარ, არცერთ თქვენგანს არ სჯერა, რომ ამ ქვეყანაში უმრავლესობას უნდა, ისეთი რაღაცები ხდებოდეს, რაც მოხდა 5 ივლისს. ეს ასე არ არის, უმრავლესობა არ არის მოძალადე, შეიძლება ჰომოფობიისა და რაღაც მიუღებლობის პრობლემები გვაქვს საზოგადოებაში და ამ ჰომოფობიასაც თავისი ხარისხები აქვს, მაგრამ ასეთ სიძულვილს, ასეთ ზიზღს ამ ქვეყნის უმრავლესობა ნამდვილად არ ატარებს.”
ფოტო: ვახო ქარელი