Getty Images

ქალთა საერთაშორისო დღის წარმოშობის ისტორია

8 მარტი მნიშვნელოვანი თარიღია – ქალთა საერთაშორისო დღე, რომელიც ქალების სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური მიღწევების აღნიშვნასა და გენდერულ თანასწორობას ეძღვნება. ამ წლის თემაა #BreaktheBias – კამპანიის მონაწილეები ხალხს მოუწოდებენ გენდერული სტერეოტიპებისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრისაკენ, თუკი ამის მოწმეები გახდებიან.

„გენდერული თანასწორობის მიღწევა და ქალების გაძლიერება ჩვენი დროის ჯერ კიდევ დაუმთავრებელი საქმეა და ადამიანის უფლებების დაცვის უდიდესი გამოწვევა სამყაროში“.

ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერესმა განაცხადა.

ქალთა საერთაშორისო დღე ყოველწლიურად აღინიშნება. ის ჯერ 1909 წლის თებერვალში, ამერიკის შეერთებულ შტატებში აღინიშნა, როგორც ქალთა ეროვნული დღე, ხოლო მომდევნო წელს კოპენჰაგენში, დანიაში, მშრომელი ქალების მეორე საერთაშორისო კონფერენციაზე, ქალთა უფლებებისთვის მებრძოლმა აქტივისტმა, კლარა ცეტკინმა ადამიანებს ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნისაკენ მოუწოდა, რათა ქალებს ჰქონოდათ ხმის ამაღლების უკეთესი შესაძლებლობა თანაბარი უფლებების მოთხოვნისთვის. მას მხარი დაუჭირეს ქალებმა 17 ქვეყნიდან, მათ შორის, ფინეთის სამმა ქალმა დეპუტატმა.

არსებობს მოსაზრება, რომ 8 მარტის ჭეშმარიტი დამფუძნებლები ამერიკელი ფეიქრები იყვნენ და ეს ისტორია უფრო ადრინდელ თარიღს, 1857 წელს უკავშირდება, როდესაც ქალებმა ნიუ-იორკში მასობრივი დემონსტრაცია გამართეს თავიანთი უფლებებისთვის. ისინი აპროტესტებდნენ დაბალ ხელფასებსა და გაუსაძლის სამუშაო პირობებს. ქუჩაში გამოსული ქალები პოლიციამ დაარბია. სწორედ ამიტომ შეაჩერეს არჩევანი 8 მარტზე.

ქალთა საერთაშორისო დღე პირველად 1911 წლის მარტს აღინიშნა, მაგრამ ოფიციალურ თარიღად 1913 წლის 8 მარტია დაფიქსირებული. გაერომ ის პირველად 1975 წელს აღნიშნა.

წინა

გეი გაცნობის აპლიკაციის, Romeo-ს მომხმარებლები მზად არიან უკრაინელი დევნილების დასახმარებლად

შემდეგი

ლგბტქი უკრაინელები ბრძოლაში არიან ჩართული და რუსეთს არ გაურბიან – KyivPride-ის დირექტორი

ბოლო სიახლეები

აივისა და ჰეპატიტების ტესტირების კვირეულისას, საქართველოს ქალაქებში ტესტის გაკეთება უფასო იქნება

Facebook11Tweet0Shares11 დღეს ევროპაში აივ-ინფექციისა და ჰეპატიტების ტესტირების კვირეული დაიწყო, რომელიც 2013 წლიდან მიმდინარეობს და სამოქალაქო საზოგადოებას,

They/Them – გარდაქმნის თერაპიაზე საშინელებათა ჟანრის ფილმს გადაიღებენ

Facebook15Tweet0Shares15 ონლაინ სტრიმინგ სერვისი Peacock გარდაქმნის თერაპიაზე საშინელებათა ჟანრის ფილმს გადაიღებს. ფილმი, რომელშიც მთავარ როლს კევინ

ესპანეთი ქალებისთვის სამდღიანი მენსტრუალური შვებულების შემოღებას აპირებს

Facebook0Tweet0Shares0 ესპანეთში ქალებისთვის, რომლებსაც მენსტრუაციის დროს ძლიერი ტკივილი აწუხებთ, სამდღიანი მენსტრუალური შვებულების დაწესება იგეგმება. მთავრობა ახალი