გენდერული იდენტობა არის ადამიანის შინაგანი, პირადი გრძნობა, რომელიც ამა თუ იმ გენდერისადმი მიკუთვნებულობას ეხება. ის განსხვავდება ტერმინებისგან „სქესი“ და „გენდერი“. ლგბტქია-ში ასო „ა“ რამდენიმე ტერმინს აღნიშნავს: ინტერსექსი არის ადამიანი, რომელიც სექსუალურ-რეპროდუქციული ანატომიის ვარიაციებით დაიბადა და აქვს სხვადასხვა სქესისთვის დამახასიათებელი სასქესო ნიშნები. „არაბინარული“, იგივე „გენდერქვიარი“, არის ადამიანი, რომელიც ექსკლუზიურად „ქალად“ ან „კაცად“ არ იდენტიფიცირდება. პანსექსუალი არის ადამიანი, რომელსაც სხვების მიმართ აქვს სექსუალური, რომანტიკული ან ემოციური მიზიდულობა განურჩევლად მათი სქესისა და გენდერული იდენტობისა. გენდერულად არაკონფორმული არის ადამიანი, რომლის ქცევები და თვითგამოხატვაც არ ჯდება მასკულინურობისა და ფემინურობის გენდერული როლების ჩარჩოებში. გენდერულად არაკონფორმული ადამიანების ვიზუალი, ქცევა, ინტერესები და თვითგამოხატვის სხვა ფორმები შეიძლება განსხვავდებოდეს იმისგან, რასაც მათ ტრადიციული გენდერული როლები აკისრებს. „ქამინგაუთი“ მოდის ინგლისური ტერმინიდან „Coming out“, რაც „გამოსვლას“ ნიშნავს. ის აღნიშნავს ქვიარ ადამიანის მიერ საკუთარი სექსუალური ორიენტაციის სხვებისთვის გაცხადებას. ტრანზიცია გულისხმობს ადამიანის მიერ საკუთარი გენდერული პრეზენტაციისა და სქესობრივი მახასიათებლების ცვლილებას საკუთარი გენდერული იდენტობის შესაბამისად. ეს შეიძლება მოიცავდეს როგორც სოციალურ და სამართლებრივ ცვლილებებს (მაგალითად, ოფიციალურ საბუთებში სქესის შეცვლას), ისე ჰორმონალურ თერაპიასა და გენდერის დადასტურების ოპერაციის გაკეთებას. ყოჩაღ, კარგი შედეგია! ქვიარ ტერმინებში მშვენივრად ყოფილხარ განსწავლული იქნებ ქვიარ დროშების გამოცნობაშიც გეცადა ძალა? როგორც ჩანს, ქვიარ ტერმინოლოგიასთან შეხება ნაკლებად გქონია. იმედია, ეს ქვიზი ახალი ტერმინების სწავლაში დაგეხმარა იქნებ ქვიარ დროშების გამოცნობაშიც გეცადა ძალა?
#1. რას ნიშნავს ადამიანის „გენდერული იდენტობა“?
#2. LGBTQIA-ში რას აღნიშნავს ასო A?
#3. რას ნიშნავს ტერმინი „ინტერსექსი“?
#4. გენდერული იდენტობის კონტექსტში, რას ნიშნავს „არაბინარული“?
#5. რას ნიშნავს „პანსექსუალი“?
#6. რას ნიშნავს „გენდერულად არაკონფორმული“?
#7. რას ნიშნავს „ქამინგაუთი“?
#8. რას ნიშნავს „ტრანზიცია“?
შედეგები
Quizzes
-