They/Them – გარდაქმნის თერაპიაზე საშინელებათა ჟანრის ფილმს გადაიღებენ

ონლაინ სტრიმინგ სერვისი Peacock გარდაქმნის თერაპიაზე საშინელებათა ჟანრის ფილმს გადაიღებს.

ფილმი, რომელშიც მთავარ როლს კევინ ბეკონი შეასრულებს, ლგბტქი+ ადამიანების ისტორიას გვიამბობს, რომლებიც ერთი კვირით ე.წ. გამოსასწორებელ ბანაკში ჩადიან და მალევე აღმოაჩენენ, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც მათ და მათი ოჯახის წევრებს წარმოედგინათ.

გარდა იმისა, რომ ბანაკის გამოსასწორებელი პროგრამა ექსტრემალური და შემაშფოთებელია, ახალგაზრდა ქვიარები და ტრანს ადამიანები აღმოაჩენენ, რომ ბანაკის ტერიტორიაზე იდუმალი მკვლელი ცხოვრობს.

გარდაქმნის თერაპიაზე აქამდეც არაერთი ფილმი გადაღებულა (But I’m a Cheerleader, The Miseducation of Cameron Post, Boy Erased), თუმცა ეს პირველი ფილმია, რომელიც 80-იანი წლების პოპულარული ჟანრის, სლეშერების ტრადიციას აგრძელებს.

ფილმზე სცენარისტი ჯონ ლოგანი მუშაობს, რომლისთვისაც ფილმი სადებიუტო სარეჟისორო ნამუშევარია, თუმცა აქამდე უმუშავია ისეთი ფილმების სცენარებზე, როგორებიცააა: „გლადიატორი“, „უკანასკნელი სამურაი“, „ავიატორი“, „რანგო“, „ჰიუგო“ და ჯეიმს ბონდის 2012 წლის და 2015 წლის ადაპტაციები.

თეო ჟერმენი, რომელიც მაყურებლისთვის ცნობილია Netflix-ის სერიალით ,,პოლიტიკოსი”, ახალ ფილმში ტრანს და არაბინარული იდენტობის მქონე ჯორდანის როლს შეასრულებს. ჯორდანი რელიგიური ოჯახიდანაა, ის დარწმუნებულია, რომ გარდაქმნის თერაპია არ მუშაობს და სწორედ ამიტომ დათანხმა ოჯახს ბანაკში წასვლაზე, მშობლებისგან კი პირობა მიიღო, რომ ბანაკიდან დაბრუნების შემდეგ წნეხისგან გაათავისუფლებდნენ.

ბანაკის კიდევ ერთი სტუმარი ტრანსგენდერი გოგო ალექსანდრაა (ქუი ტანი), რომლის მშობლებიც გოგონას სახლიდან გაგდებით ემუქრებიან. ოსტინ კრუტი კი ტობის, გეი ბიჭის როლს შეასრულებს, რომელსაც მშობლები დაჰპირდნენ, რომ თუ გარდაქმნის თერაპიას დათანხმდებოდა, ნიუ-იორკში გაუშვებდნენ სამოგზაუროდ.

ვერონიკა (მონიკ კიმი) ბისექსუალია, რომელსაც უნდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაასრულოს ბრძოლა საკუთარ იდენტობასთან, ხოლო კიმი (ანა ლორი) ლესბოსელია, რომელიც საკუთარ თავსაც ვერ უტყდება თავის იდენტობაში.

ფილმში ასევე ვიხილავთ სტუს (კუპერ კოხი), ფეხბურთის მოთამაშეს, რომელიც ფიქრობს, რომ თავისი იდენტობის გამო ვერ მიიღებს სტიპენდიას პრესტიჟულ სპორტულ სკოლაში და გაბრიელი, (დარვინ დელ ფაბრო) რომელიც თავისი ნებით დათანხმდა გარდაქმნის თერაპიას, რადგან დაიღალა ბულინგით მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში.

ფილმში ბანაკის ლიდერის როლში ლეგენდარული კევინ ბეკონი მოგვლევლინა, რომელიც ცოლთან (ქერი პრესტონი) ერთად უძღვება ბანაკს.

გარდაქმნის თერაპია ფსევდო-სამედიცინო ან რელიგიური პროცესია, რომელიც სხვადასხვა ძალადობრივი და სასტიკი მეთოდით ცდილობს ადამიანის სექსუალური ორიენტაციის შეცვლას.

გარდაქმნის თერაპია მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაშია გავრცელებული და ის ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ აყენებს ლგბტქი+ ადამიანების უფლებებსა და უსაფრთხოებას.

პირველი ქვეყანა, რომელმაც  1999 წელს საკანონმდებლო დონეზე აკრძალა ე.წ. გარდაქმნის თერაპია, ბრაზილიაა. ბრაზილიის ამ გადაწყვეტილებას მალევე მიჰყვა სამოა და წყნარი ოკეანის სახელმწიფო – ფიჯი. ტაივანი, არგენტინა, ურუგვაი, ეკვადორი, მალტა, გერმანია, ესპანეთი, ავსტრალია, ჩილე, ინდოეთი, კანადა, საფრანგეთი და ახალი ზელანდია ასევე კრძალავენ გარდაქმნის თერაპიას.

იმ ქვეყნების სია, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ამ ძალადობრივ მიდგომას, ყოველწლიურად იზრდება.

ახალი ფილმი 5 აგვისტოს გამოვა ეკრანებზე.

 

წინა

Netflix-ის ახალი ქვიარ სერიალი ვამპირებზე

შემდეგი

აივისა და ჰეპატიტების ტესტირების კვირეულისას, საქართველოს ქალაქებში ტესტის გაკეთება უფასო იქნება

ბოლო სიახლეები

ამაზონის ტროპიკულ ტყეებში მცხოვრები ქვიარ ახალგაზრდების ფოტოებით მოყოლილი გამოცდილებები

Facebook6Tweet0Shares6 ფოტოგრაფმა, დენიელ ჯეკ ლიონსმა ამაზონში მცხოვრები ქვიარ ადამიანების, მარგინალიზებული ჯგუფების წარმომადგენლების გამოცდილება, საცხოვრებელი გარემოსა და

Tbilisi Pride-ის ოფისში შეჭრაში ბრალდებულები სასამართლომ 5 000 ლარით დააჯარიმა

Facebook20Tweet0Shares20 Tbilisi Pride-ის თანადირექტორის, მარიამ კვარაცხელიას მიერ ფეისბუკზე გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლომ ორგანიზაციის ოფისში შეჭრაში ბრალდებულ 3

ალტ-ინფოს ცნობით, შოთა მარტინენკო და ზურაბ მახარაძე დააკავეს

Facebook23Tweet0Shares23 2 ივლისს, პოლიციამ ულტრა-მემარჯვენე ჯგუფის აქციის მონაწილეები, მათ შორის, ჰომოფობიური, პრორუსული დაჯგუფება ალტ-ინფოს ლიდერები, შოთა

თავისუფლებისთვის ბრძოლა არ დასრულებულა — თურქი აქტივისტები პრაიდის მონაწილეთა დაკავებას გმობენ

Facebook31Tweet0Shares31 26 ივნისს, მას შემდეგ, რაც თურქმა პოლიტიკოსებმა პრაიდთან დაკავშირებული ღონისძიებების აკრძალვის შესახებ განაცხადეს, სტამბულში გამართულ