დღეს თელავში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, თბილისი პრაიდის ორგანიზებით ქართველი რეჟისორის, ელენე ნავერიანის ფილმის, „სველი ქვიშა“ ჩვენება გაიმართა. „მეგობრული ხალხით დასახლებულ შავი ზღვისპირა სოფელში, სადაც ადამიანებს სჯერათ, რომ ერთმანეთს იცნობენ, ერთ დღეს, ელიკოს
დღეს თელავში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, თბილისი პრაიდის ორგანიზებით ქართველი რეჟისორის, ელენე ნავერიანის ფილმის, „სველი ქვიშა“ ჩვენება გაიმართა.
„მეგობრული ხალხით დასახლებულ შავი ზღვისპირა სოფელში, სადაც ადამიანებს სჯერათ, რომ ერთმანეთს იცნობენ, ერთ დღეს, ელიკოს ჩამომხრჩვალს პოულობენ. მისი შვილიშვილი, მოე სოფელში დაკრძალვის ორგანიზებისთვის ჩადის და იმ ტყუილების ქსელის პირისპირ აღმოჩნდება, რაც ელიკოს და ამნონის 22-წლიანი საიდუმლო სიყვარულის ტრაგიკული გამოძახილია. სიმართლე მოეში სიყვარულის უნარს აღვიძებს, სოფლელებს კი ხმის ამაღლებისკენ უბიძგებს“, — ვკითხულობთ ფილმის აღწერაში.
„სველი ქვიშა“ დავიწყებულ ადამიანებს ეძღვნება. ეს არის სიძულვილისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი, რომელიც საკუთარი იდენტობის ძიებაში გატანჯულ თაობებს შთააგონებს და აძლევს ძალას, იცხოვრონ ისეთი ცხოვრებით, როგორითაც სურთ და ოცნებებზე უარი არასდროს თქვან.
ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია. მაყურებლებმა აღნიშნეს, რომ მსგავს საკითხებზე მსჯელობა დახურულ კარს მიღმა, ღია სივრცეშიც შეიძლება გაიმართოს. განსაკუთრებით, სოფლებსა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. მათი აზრით, ფილმი საკმაოდ ემოციური, იშვიათად ესთეტიკური, ღრმა და დამაფიქრებელი იყო.
შეგახსენებთ, რომ 28 ივნისს, „თბილისი პრაიდის“ კვირეული სწორედ „სველი ქვიშის“ პრემიერით გაიხსნა.
Don't Miss
თემიდა ქვიარ-აქტივისტური, ტრანს* სათემო ორგანიზაციაა, რომელიც ორგანიზდება, მუშაობს და იბრძვის ტრანს* და ქვიარ ადამიანებისთვის უსაფრთხო, თანასწორი და ღირსეული პოლიტიკური, უფლებრივი
თბილისი პრაიდი არის ლგბტქი ადამიანებისა და მხარდამჭერების სამოქალაქო გაერთიანება. ორგანიზაცია ყოველწლიურად ატარებს პრაიდ კვირეულს თბილისში, პოლიტიკურ დღის წესრიგში აყენებს ლგბტქი საკითხებს,
ქალთა ფონდი საქართველოში 2005 წლიდან არსებობს და მისი მისიაა ქალთა ორგანიზაციებისა და ჯგუფების გაძლიერება ცენტრსა და რეგიონებში ქალთა უფლებების განხორციელების,
თბილისი პრაიდმა და საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI) ერთობლივი ღონისძიება გამართეს, რომლის მიზანიც პროექტ აქტივიზმის სკოლა ლგბტქი+ თემის გაძლიერებისათვის შედეგების შეჯამება და დაინტერესებული პირებისათვის წარდგენა