ინგლისელი მომღერალი სემ სმიტი და გერმანელი პოპ შემსრულებელი კიმ პეტრასი ისტორიაში შევიდნენ და გახდნენ პირველი ღიად არაბინარული და ტრანსგენდერი არტისტები, რომლებიც ერთობლივი სიმღერით “Unholy” ბილბორდის ჩარტების ასეულის სათავეში მოხვდნენ. “Unholy” მეორე სიმღერაა
ინგლისელი მომღერალი სემ სმიტი და გერმანელი პოპ შემსრულებელი კიმ პეტრასი ისტორიაში შევიდნენ და გახდნენ პირველი ღიად არაბინარული და ტრანსგენდერი არტისტები, რომლებიც ერთობლივი სიმღერით “Unholy” ბილბორდის ჩარტების ასეულის სათავეში მოხვდნენ.
“Unholy” მეორე სიმღერაა სემ სმიტის მეოთხე სტუდიური ალბომიდან “Gloria”, რომელიც იანვარში გამოვა. სიმღერა ჩარტების სათავეში გასულ თვეს მოხვდა და იუთუბზე 35 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.
კიმ პეტრასისთვის “Unholy” პირველი სიმღერაა, რომლითაც ბილბორდის ჩარტების ასეულში შევიდა. ის იმედოვნებს, რომ უკანასკნელი ტრანსგენდერი შემსრულებელი არაა, რომელმაც ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური რეიტინგის პირველობას მიაღწია. მომღერალი ამბობს, რომ არაჩვეულებრივი და ნიჭიერი ტრანსგენდერი შემსრულებლები ყოველთვის არსებობდნენ, მაგრამ მათ ყურადღებას არავინ აქცევდა.
კომპოზიციის “Unholy” ნაწყვეტი სმიტმა ჯერ კიდევ აგვისტოში, ტიკტოკის საშუალებით გააზიარა, რის შემდეგაც ვირუსულად გავრცელდა.
Don't Miss
5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობას პერინატალურ პერიოდში.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43 წლის კაცი დააკავეს. ის დაკავებულია
6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების მიერ მე-20 საუკუნის დასაწყისიდან დღემდე
28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს