თუკი დროის სასიამოვნოდ გატარება, სხვადასხვა თემაზე საუბარი და ახალი ადამიანების გაცნობა გინდა, მაშინ ეს პლატფორმა შენთვისაა. Spaces უფასო აპლიკაციაა ქვიარ ადამიანების დასაკავშირებლად. სხვა გაცნობის აპლიკაციებისგან განსხვავებით, მას აქვს უდიდესი სასაუბრო ჩათები ლგბტქი
თუკი დროის სასიამოვნოდ გატარება, სხვადასხვა თემაზე საუბარი და ახალი ადამიანების გაცნობა გინდა, მაშინ ეს პლატფორმა შენთვისაა.
Spaces უფასო აპლიკაციაა ქვიარ ადამიანების დასაკავშირებლად. სხვა გაცნობის აპლიკაციებისგან განსხვავებით, მას აქვს უდიდესი სასაუბრო ჩათები ლგბტქი თემის ნიბისმიერი წარმომადგენლისთვის.
კომპანია Hornet, რომელმაც აპლიკაცია შექმნა, 2011 წელს დაარსდა, როგორც გაცნობის აპლიკაცია გეი მამაკაცებისთვის. ახლა ის სოციალური ქსელია და 35 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.
“Spaces არის ადგილი, სადაც ადამიანები საუბრობენ იმ თემებზე, რომლის წინ წამოწევაც სურთ”, — განაცხადა Hornet-ის და Spaces-ის აღმასრულებელმა რედაქტორმა, სტეფან ჰორბელტმა The Hustle-თან საუბრისას.
პლატფორმა iOS-ისთვის ხელმისაწვდომი 1 მარტს გახდა. მალე კი მის გამოყენებას ანდროიდის მომხარებლებიც შეძლებენ. აპლიკაციამ ამ დროისთვის 899 000 ადამიანის დაინტერესება შეძლო და 1 500-ზე მეტი ინდივიდუალური სივრცე აქვს.
Spaces-ში ყველას შეუძლია საკუთარი საჯარო ან დახურული სასაუბრო სივრცის შექმნა. არსებობს ჩათები კონკრეტული ინტერესებისთვის, საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტისა თუ ლოკაციისთვის.
“ჩვენი აპლიკაცია ღირებულია. ქვიარ ადამიანებს შეუძლიათ ისარგებლონ ციფრული პლატფორმით, სადაც საკუთარი თავის გამოხატვა გაუმარტივდებათ”, — აღნიშნავს ჰორბელტი.
Don't Miss
სიყვარული ყველასთვის სხვადასხვანაირად განიცდება და გამოიხატება. ურთიერთობის დასაწყისში, როცა დოფამინი და ნორეპინეფრინი იმატებს, გვაქვს ეიფორიის განცდა. დროთა განმავლობაში გრძნობები შესაძლოა
ხელოვნური ინტელექტი (AI) ვითარდება და უკვე მნიშვნელოვან ცვლილებებს ახდენს ჩვენ ცხოვრებაში. ცვლილებები კარიერასა და პროფესიასაც ეხება. AI-ის განვითარებასთან ერთად შეიქმნა
კატო მიქელაძის სახელობის პრემია ქალი უფლებადამცველებისთვის „ქალთა ფონდმა საქართველოში“ 2013 წელს დააწესა. კონკურსი ყოვეწლიურია და მიზნად ისახავს საქართველოში მომუშავე
24 დეკემბერს თბილისის ანგლიკანური ეკლესიის სამრევლო საშობაო ღვთისმსახურებას დაესწრო. წმინდა ნინოს სახელობის ანგლიკანური/ეპისკოპალური ეკლესია საქართველოში 2018 წლის 21