“Euphoria”-ს ერთგული მაყურებლები ჯეიკობ ელორდს კარგად იცნობენ. ის სერიალში ნეით ჯეიკობსის როლს ასრულებს. “Euphoria” ეკრანებზე 2019 წელს გამოჩნდა და მაშინვე მიიპყრო მაყურებელთა ყურადღება, რადგან რეჟისორმა და სცენარის ავტორმა, სემ ლევინსონმა შეძლო, ახლებური
“Euphoria”-ს ერთგული მაყურებლები ჯეიკობ ელორდს კარგად იცნობენ. ის სერიალში ნეით ჯეიკობსის როლს ასრულებს. “Euphoria” ეკრანებზე 2019 წელს გამოჩნდა და მაშინვე მიიპყრო მაყურებელთა ყურადღება, რადგან რეჟისორმა და სცენარის ავტორმა, სემ ლევინსონმა შეძლო, ახლებური ხედვით გადმოეცა თინეიჯერების ირგვლივ განვითარებული ამაღელვებელი ისტორია.
ჯეიკობსი “GQ”-ს პირველი გამოცემის, “Hype”-ის გარეკანზე მოხვდა. ინტერვიუში ის სერიალში მონაწილეობის შესახებ საუბრობს და კრიტიკოსებსაც პასუხობს.

ზოგიერთი სერიალის შემქმნელსა და რეჟისორს, სემ ლევინსონს გადაღებების მოედანზე მსახიობების ხანგრძლივი და დატვირთული რეჟიმის გამო აკრიტიკებდა. როგორც აღმოჩნდა, ჯეიკობ ელორდის ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვს.
“ჩემთვის ეს მუშაობა ნამდვილი სიამოვნებაა. როდესაც სემთან ვმუშაობ, ეს ჰგავს მასთან ერთად სანგარში ყოფნას, ვენდობი და ბოლომდე ვიხარჯები მისთვის. ზოგიერთი ამბობს, რომ ხელოვნებისთვის ბოლომდე დახარჯვა არ უნდა გვიწევდეს, რადგან ეს ცუდია იმიჯისთვის. მაგრამ მე ეს მსიამოვნებს”.

ელორდი განმარტავს, რომ სხვების გამოცდილების დაკნინებას არ აპირებს, თუმცა გრძნობს, რომ ის ელემენტები, რომლებმაც შოუ წარმატებული გახადეს, სწორედ სერიალის ინტენსიური სტილიდან გამომდინარეობს.
„ის, რასაც ტელევიზიით ყველა ხედავს — კადრები, რომლებზეც ადამიანები საუბრობენ; გრძნობები, რომლებსაც ისინი იღებენ; საუბარი შოუს ირგვლივ, — ეს იმის დამსახურებაა, რომ ზოგიერთი კადრის გადაღებას დიდი ძალისხმევა სჭირდება“.
ელორდი მსახიობობამ ჯერ კიდევ 12 წლის ასაკში გაიტაცა. სკოლის პერიოდში იყო როგორც მსახიობი, ასევე სპორტსმენი. ის სკოლის რაგბის გუნდში თამაშობდა, რაც დაეხმარა, დაცულად ეგრძნო თავი, როდესაც სხვა ბავშვები მასზე ამბობდნენ, რომ ფემინური იყო და ეჭვქვეშ აყენებდნენ მის სექსუალობას.
„სკოლის სპექტაკლში მონაწილეობის მომენტიდან „გეის“ მეძახდნენ, მაგრამ საკუთარი თავის რწმენა მქონდა, რადგან ორივეს გაკეთება შემეძლო — ვიყავი საკმაოდ კარგი სპორტსმენი და ამავდროულად, ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგი მსახიობი. ვგრძნობდი, რომ მათზე მაღლა ვიდექი, ან ამან თავი მათზე უფროსად და ჭკვიანად მაგრძნობინა. არასდროს ვნერვიულობდი იმაზე, რომ ჩემი თანატოლები იფიქრებდნენ, თითქოს კაცზე რაიმეთი ნაკლები ვიყავი. გოგონათა სკოლების სპექტაკლებშიც ვიღებდი მონაწილეობას, შაბათ-კვირას მეზობელი სკოლის ყველაზე ლამაზ ქალებთან ერთად ვატარებდი და ვკითხულობდი ყველაზე რომანტიკულ სიტყვებს, რაც კი ოდესმე დაწერილა“.

ელორდი ასევე ჰყვება, როგორ გაუმკლავდა საკუთარ სექსუალობასთან დაკავშირებულ პრეტენზიებს, როდესაც ფერიების მეფის როლს ასრულებდა “A Midsummer Night’s Dream”-ში.
„როდესაც ჩემზე თქვეს, რომ გეი ვიყავი, მახსოვს, მაკიაჟს ვიკეთებდი. ვიფიქრე, თუ ვიქნებოდი ფერიების მეფე, მაშინ ვიქნებოდი ყველაზე მაგარი ფერიების მეფე მეფეებს შორის, რომელიც ოდესმე გინახავთ… დავიწყე ფემინურობის მიღება და დავიწყე დრამის რეალურად თამაში“.
ელორდი თავისი ბოლოდროინდელი პოპულარობის შესახებ ამბობს, რომ არ სურს დაკარგოს ის, ვინც პატარაობაში იყო. სურს დარჩეს უმცროს საკუთარ თავთან.
Don't Miss
5 ივნისს Kantora Bar-ში გაიმართა ფილმის ჩვენება. ორგანიზატორი ქართველი დრეგ ქუინი Mariko Kardashian იყო. “პარიზი იწვის” ინოვაციური დოკუმენტური ფილმია, რომელიც
ბოლო წლებში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ვიდეო თამაშებში მრავალფეროვანი პერსონაჟების ჩართვა. რამდენადაც საზოგადოებაში ყოველდღიურად უფრო და უფრო იზრდება ხილვადობა, ვიდეო
მიუხედავად იმისა, რომ მარველის მიერ ქვიარ თემატიკის რეპრეზენტაცია ხშირად არ შეფასებულა, როგორც სამაგალითო და მოსაწონი, მათ მცდელობა არ დაუკლიათ. ამჯერად
მსოფლიოს 100 ქვეყნის მონახულება რთული ამოცანაა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ყოველ მესამე ქვეყანაში კრიმინალიზებული ხარ. თუმცა, დენი და ოსკარი ამ