GABP

არტ-თერაპია და ციფრული უსაფრთხოების ტრენინგი უკრაინელი ქალებისთვის

ფემინისტური ორგანიზაცია ფემინა, რომლის მთავარი მიზანიც ქალთა უფლებების დაცვაა, საქართველოს სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ასოციაციასთან (GABP) პარტნიორობით ახორცილებს პროექტს “დალხენის (healing) პრაქტიკების სწავლება და ციფრული უნარების ხელშეწყობა ქალთა ჯგუფებში“. პროექტში, რომელიც სხეულზე ორიენტირებული

არტ-თერაპია და ციფრული უსაფრთხოების ტრენინგი უკრაინელი ქალებისთვის

ფემინისტური ორგანიზაცია ფემინა, რომლის მთავარი მიზანიც ქალთა უფლებების დაცვაა, საქართველოს სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ასოციაციასთან (GABP) პარტნიორობით ახორცილებს პროექტს “დალხენის (healing) პრაქტიკების სწავლება და ციფრული უნარების ხელშეწყობა ქალთა ჯგუფებში“.

პროექტში, რომელიც სხეულზე ორიენტირებული თერაპიისა და არტ-თერაპიის სესიებს მოიცავს, უკრაინელი ლტოლვილი, ძალადობაგამოვლილი, ქვიარ და ფემინისტი აქტივისტი ქალები იღებენ მონაწილეობას.

“პროექტი მიზნად ისახავს ტრავმული გამოცდილების მქონე ქალების მენტალურ გაძლიერებას, რათა მათ იოლად დაძლიონ ფსიქოლოგიური ტრავმა, გაზარდონ მედეგობა სტრესის მიმართ, შეამცირონ ფიზიკური ტკივილი, გაიუმჯობესონ სიამოვნებისა და საკუთარი სხეულის მიღების უნარი, მიაღწიონ სხეულებრივ ბალანსს”, — ვკითხულობთ ფემინას განცხადებაში.

ზემოთაღნიშნული სესიების გარდა, მონაწილეებს პირადი ციფრული მოწყობილობების ეფექტურად დაცვის მიზნით ციფრული უსაფრთხოების ტრენინგი ჩაუტარდებათ.

პროექტი საქართველოში ქალთა ფონდის (WFG) მხარდაჭერით ხორციელდება.