ჰეპატიტები

აივისა და ჰეპატიტების ტესტირების კვირეულისას, საქართველოს ქალაქებში ტესტის გაკეთება უფასო იქნება

დღეს ევროპაში აივ-ინფექციისა და ჰეპატიტების ტესტირების კვირეული დაიწყო, რომელიც 2013 წლიდან მიმდინარეობს და სამოქალაქო საზოგადოებას, ჯანდაცვის ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ სპექტრს აერთიანებს, რათა, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს საკუთარი აივ და ჰეპატიტების სტატუსის

აივისა და ჰეპატიტების ტესტირების კვირეულისას, საქართველოს ქალაქებში ტესტის გაკეთება უფასო იქნება

დღეს ევროპაში აივ-ინფექციისა და ჰეპატიტების ტესტირების კვირეული დაიწყო, რომელიც 2013 წლიდან მიმდინარეობს და სამოქალაქო საზოგადოებას, ჯანდაცვის ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ სპექტრს აერთიანებს, რათა, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს საკუთარი აივ და ჰეპატიტების სტატუსის შესახებ.

როგორც ყოველთვის, კვირეულს ზიანის შემცირების საქართველოს ქსელიც შეუერთდა და მიმდინარე კვირის განმავლობაში თბილისის რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში და სხვა დიდ ქალაქებში უფასო ტესტირება იქნება შესაძლებელი.

მობილური ამბულატორიები მოეწყო თბილისში: კოსტავას 46/50 ნომერში, ჩუბინიშვილის ქუჩის 75 ნომერში, წინამძღვრიშვილის 110-ში, ასევე გამრეკელის 10 ნომერში. გარდა ამისა, კვირეულის მიმდინარეობისას ტესტირებები ჩატარდება რუსთავში (კოსტავას ქ. 8, ბ2), ქუთაისში (პუშკინის #10), სამტრედიაში (ეგრისის #12), ზუგდიდში (პეტრე უბერის #1), ფოთში (ბ. კოკაიას #39), ბათუმში (გორგილაძის #66, ბ51), ოზურგეთში (26 მაისის ქუჩა #11), გორსა (ბესიკის #3/6) და თელავში (ნინოშვილის #39)

აივ და ჰეპატიტების სტატუსის დროულად გაგების შემთხვევაში, მდგომარეობა მართვას მარტივად ექვემდებარება და ადამიანს, პრაქტიკულად, ჯანმრთელი ორგანიზმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. გარდა ამისა, რეგულარული ტესტირება სწორი სტატისტიკის წარმოებისა და გავრცელების პრევენციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.