ჩქაროსნული ციგურაობა

ბისექსუალმა სპორტსმენმა აირინ ვუსტმა ოლიმპიური რეკორდი დაამყარა

ღიად ბისექსუალი ჩქაროსნული მოციგურავე, აირინ ვუსტი, პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე 1500-მეტრ დისტანციაზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგ პირველი სპორტსმენი გახდა, რომელმაც 5 სხვადასხვა ოლიმპიადაზე ინდივიდუალური ოქრო მოიპოვა. გარდა ამისა, ის პირველი ღიად ლგბტქი სპორტსმენია, რომელმაც

ბისექსუალმა სპორტსმენმა აირინ ვუსტმა ოლიმპიური რეკორდი დაამყარა

ღიად ბისექსუალი ჩქაროსნული მოციგურავე, აირინ ვუსტი, პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე 1500-მეტრ დისტანციაზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგ პირველი სპორტსმენი გახდა, რომელმაც 5 სხვადასხვა ოლიმპიადაზე ინდივიდუალური ოქრო მოიპოვა. გარდა ამისა, ის პირველი ღიად ლგბტქი სპორტსმენია, რომელმაც პეკინის ოლიმპიადაზე მედალი მოიპოვა.

ვუსტისთვის ეს ბოლო ოლიმპიადა იქნება, რადგან ის კარიერის დასრულებას გეგმავს. კარიერის მიწურულს კი კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა და 1,53 წუთში დაფარული მანძილით ჩქაროსნული ციგურაობის რეკორდული დრო დააფიქსირა. სპორტსმენს სხვა რეკორდებიც მრავლად აქვს – ქალთა ჩქაროსნულ ციგურაობაში მასზე მეტი ოლიმპიური მედალი არავის მოუპოვებია. ასევე, შანსი აქვს, რომ ოლიმპიადის დასრულებამდე კარიერის განმავლობაში მოპოვებული ოლიმპიური მედლების ოდენობით სპორტსმენებს შორის მეორე ადგილი დაიკავოს.

აირინ ვუსტმა პირველი ოლიმპიური ოქრო 2006 წელს მოიპოვა, ამჟამად კი ნიდერლანდების ყველაზე წარმატებული ოლიმპიური სპორტსმენია.

ვუსტის თქმით, კარიერის დასრულების შემდეგ შეყვარებულზე დაქორწინებას აპირებს: „ყოველთვის ვამბობ, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია, მაგრამ 35 წლის ვარ და მინდა, შვილები მყავდეს. უნდა მიხვდე და ერთ დღეს კარიერა დაასრულო“.

წყარო: Out