ჩოგბურთი

არგენტინელი ჩოგბურთელი, ნადია პოდოროსკა ლესბოსელად დაქამინგაუთდა

არგენტინელი ჩოგბურთელი, ნადია პოდოროსკა ლესბოსელად დაქამინგაუთდა. მან გაამხილა, რომ ურთიერთობა აქვს არგენტინელ ჩოგბურთელ, გილერმინა ნაიასთან. წელს ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა, როდესაც ჩოგბურთელებმა საკუთარი სექსუალური ორიენტაცია გაასაჯაროვეს. ივლისში, რუსმა ჩოგბურთელმა, დარია კასატკინამ

არგენტინელი ჩოგბურთელი, ნადია პოდოროსკა ლესბოსელად დაქამინგაუთდა

არგენტინელი ჩოგბურთელი, ნადია პოდოროსკა ლესბოსელად დაქამინგაუთდა. მან გაამხილა, რომ ურთიერთობა აქვს არგენტინელ ჩოგბურთელ, გილერმინა ნაიასთან.

წელს ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა, როდესაც ჩოგბურთელებმა საკუთარი სექსუალური ორიენტაცია გაასაჯაროვეს.

ივლისში, რუსმა ჩოგბურთელმა, დარია კასატკინამ გამოაცხადა, რომ ურთიერთობაში იყო გოგოსთან. მას შემდეგ, რაც კასატკინა დაქამინგაუთდა, მან ჩოგბურთის გულშემატკივრებისა და თანამოაზრეებისგან მხარდაჭერა იგრძნო.

პოდოროსკა და ნაია შთაგონებულები იყვნენ კასატკინას ნაბიჯით, რადგან მისმა გადაწყვეტილებამ აჩვენა, რომ მათ შეეძლოთ დაქამინგაუთებულიყვნენ და საზოგადოების მხარდაჭერა არ დაეკარგათ.

როდესაც ნაია 26 წლის გახდა, პოდოროსკამ თავის პარტნიორს დაბადების დღეზე განსაკუთრებული მესიჯი მიუძღვნა.

“დღეს შორიდან გილოცავ, მაგრამ ყოველდღე ვგრძნობ, რომ ჩემს გვერდით ხარ”, — დაწერა ნადიამ ინსტაგრამზე.

25 წლის პოდოროსკა 10 თვის განმავლობაში საზღვარგარეთ იმყოფებოდა. ამ დროის განმავლობაში ის შეჯიბრებებს ჩამოშორებული იყო. ამ რთული პერიოდის გადალახვაში კი, მისი ოჯახი და ნაია ეხმარებოდნენ.

სექტემბრიდან დეკემბრამდე არგენტინაში, მშობლებთან ერთად ყოფნა შემეძლო. სახლში ყოფნა, საყვარელი ოჯახი და დადებითი ენერგიები ძალიან მეხმარებოდა. შემდეგ ესპანეთში წავედი და თავს კარგად ვგრძნობდი, რადგან ვიცოდი, რომ შეჯიბრებებში მონაწილეობას მალე შევძლებდი. დედაჩემს ჩემთან სტუმრობა შეეძლო. შემდეგ ჩემი შეყვარებული ჩამოვიდა. აი, როგორ დაიწყო ყველაფერი”, — აღნიშნა ჩოგბურთელმა.