ქვიარ კინოფესტივალი

ნოემბერში მელბურნის ქვიარ კინოფესტივალი გაიმართება

ავსტრალიის ქალაქ მელბურნში ქვიარ კინოფესტივალი გაიმართება. მაყურებლებს 10 ნოემბრიდან 21 ნოემრის ჩათვლით საუკეთესო ქვიარ ფილმების ნახვის საშუალება ექნებათ. ფესტივალი 32 წელია ტარდება. წლევანდელი ჩვენება ფილმით Private Desert გაიხსნება, რომელიც რამდენიმე ფესტივალის გამარჯვებულია

ნოემბერში მელბურნის ქვიარ კინოფესტივალი გაიმართება

ავსტრალიის ქალაქ მელბურნში ქვიარ კინოფესტივალი გაიმართება. მაყურებლებს 10 ნოემბრიდან 21 ნოემრის ჩათვლით საუკეთესო ქვიარ ფილმების ნახვის საშუალება ექნებათ.

ფესტივალი 32 წელია ტარდება. წლევანდელი ჩვენება ფილმით Private Desert გაიხსნება, რომელიც რამდენიმე ფესტივალის გამარჯვებულია (ნომინაციებში: საუკეთესო სცენარი და საუკეთესო ფილმი) და 2022 წელს გამოსული ფილმით Uýra: The Rising Forest დაიხურება, რომელიც ტრანსგენდერი ხელოვანის პერფორმანსული ხელოვნების მეშვეობით საკუთარი თავის აღმოჩენის მოგზაურობაზე გვიყვება. მთავარი პერსონაჟი, უირა უპირისპირდება სტრუქტურულ რასიზმსა და ტრანსფობიას ბრაზილიაში.

მელბურნის ქვიარ კინოფესტივალის დაჯილდოება 19 ნოემბერს გაიმართება და ავსტრალიელ ქვიარ კინემატოგრაფებს უკეთესად წარმოაჩენს.

კინოფესტივალის აღმასრულებელი დირექტორი, დევიდ ჰარისი აღნიშნავს, რომ კინოფესტივალს მელბურნში საუკეთესო მსოფლიო ქვიარ კულტურა შემოაქვს და 2022 წელს მთელი თავისი დიდებულებით დაბრუნდება.

“კინოფესტივალის პროგრამა სავსეა მრავალფეროვანი ფილმებით, რომლებიც განსაცვიფრებელი, ემოციური, ლამაზი, გულისამაჩუყებელი და მხიარულია. მოუთმენლად ველით, რომ ყველა ფილმი მაყურებელს გავუზიაროთ”, — აღნიშნავს დევიდ ჰარისი.