ქვიარ ბარი

Frida — ქვიარ ბარი ბათუმში

Frida — ასე ჰქვია ბათუმის ქვიარ ბარს, რომელიც ღიაა ყველა ქვიარ ადამიანისთვის და მხარდამჭერებისთვის. ბარის ერთ-ერთი თანამფლობლის, შლომოს თქმით, მათთვის პრიორიტეტულია ქვიარ ადამიანებისათვის “თბილი სახლის მიცემა”, ასევე, თითოეული სტუმრის უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის

Frida — ქვიარ ბარი ბათუმში

Frida — ასე ჰქვია ბათუმის ქვიარ ბარს, რომელიც ღიაა ყველა ქვიარ ადამიანისთვის და მხარდამჭერებისთვის. ბარის ერთ-ერთი თანამფლობლის, შლომოს თქმით, მათთვის პრიორიტეტულია ქვიარ ადამიანებისათვის “თბილი სახლის მიცემა”, ასევე, თითოეული სტუმრის უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის დაცვა. ფრიდას თანამფლობელი ამბობს იმასაც, რომ ბარის ერთ-ერთი მიზანი ქვიარ საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა და ამას ნელ-ნელა ახერხებენ კიდეც.

შლომოს თქმით, ბარში ჩატარებული თითოეული პერფორმანსითა თუ ღონისძიებით, ცდილობენ ადამიანებს მიაწოდონ მეტი ინფორმაცია, გახადონ მეტად მიმღებლები ქვიარ უფლებების მიმართ, ასევე, გაავრცელონ ინფორმაცია დაცული სექსის შესახებ, რადგან, მათი გამოცდილებით, ქვიარ მეგობრული სივრცეები ბათუმში ცოტაა, რის გამოც, თემის წევრებს უჭირთ, თავი დაცულად და კომფორტულად იგრძნონ.

ბარის სახელი, ფრიდა მხატვარ ფრიდა კალოს უკავშირდება და ბარის ლოგოზეც მისი პორტრეტია გამოსახული.

“ფრიდა კალო, ყველასთვის საყვარელი მხატვარი, ყოველთვის ყველასგან განსხვავდებოდა. ეს იყო სახელის შერჩევის წინაპირობა. ფრიდა განსხვავებულობითა და მეამბოხე სულისკვეთებით გამოირჩეოდა. ყოველთვის ცდილობდა ყოფილიყო ის, ვინც რეალურად იყო — კრეატიული, საკუთარი საქმისა და ხელოვნების მოტრფიალე. სწორედ ამან განაპირობა ბარის სახელის შერჩევა. მიმაჩნია, რომ ჩვენც ყოველთვის უნდა ვიბრძოლოთ და გვახსოვდეს, ვინ ვართ, გვიყვარდეს საკუთარი თავი ისეთები, როგორებიც ვართ, როგორებიც დავიბადეთ,” — აცხადებს შლომო.

შლომო ებრაელია და ისრაელიდან პარტნიორთან ერთად საქართველოში 4 წლის წინ ჩამოვიდა. ამბობს, რომ ქვეყანა ძალიან შეუყვარდათ. გეი წყვილი ამ ხნის განმავლობაში სხვადასხვა საქმიანობით იყო დაკავებული, თუმცა მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფრიდა ბარის გახსნა აღმოჩნდა.

“მე და ჩემმა მეუღლემ შევქმენით სივრცე, სადაც თავისუფლებაა”, — ამბობს შლომო ქვიართან.

ფრიდა ბარი სტუმრებს ღონისძიებების სხვადასხვა სერიას სთავაზობს. თითოეული პარასკევი სხვადასხვა თემატიკის წვეულებას ეთმობა. შეხვდებით როგორც დრეგ შოუებს, რომლებშიც მონაწილეობას ბევრი ადგილობრივი და ჩამოსული ქვინი იღებს, ასევე, კინოს, თამაშებისა და სხვა გასართობი ხასიათის საღამოებს. შლომოს თქმით, ბარის სტუმრები აღნიშნავენ, რომ ფრიდა ბათუმისთვის გამორჩეული და განსაკუთრებული სივრცეა და სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ღონისძიებებზე დასასწრებად აქ სხვადასხვა ქალაქიდანაც კი ჩამოდიან.

ბარის მფლობელი და თანადამფუძნებელი