ქარტიის საბჭო

ქვიარის რედაქტორი, ხატია ღოღობერიძე ქარტიის საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს

ქვიარის რედაქტორი, ხატია ღოღობერიძე ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე გახდა. მან ამ პოზიციაზე თამარ რუხაძე შეცვალა. ხატია ღოღობერიძე ქარტიის საბჭოს ერთი წლის ვადით უხელმძღვანელებს. გარდა ამისა, ქარტიის ყოველწლიურ, რიგით მეთოთხმეტე საერთო კრებაზე აირჩიეს საბჭოს

ქვიარის რედაქტორი, ხატია ღოღობერიძე ქარტიის საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს

ქვიარის რედაქტორი, ხატია ღოღობერიძე ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე გახდა. მან ამ პოზიციაზე თამარ რუხაძე შეცვალა. ხატია ღოღობერიძე ქარტიის საბჭოს ერთი წლის ვადით უხელმძღვანელებს.

გარდა ამისა, ქარტიის ყოველწლიურ, რიგით მეთოთხმეტე საერთო კრებაზე აირჩიეს საბჭოს სამი ახალი წევრი:

  • თათია ხალიანი — პუბლიკა (თბილისის კვოტით)
  • ვლადიმერ ჩხიტუნიძე — რადიო მარნეული (რეგიონების კვოტით)
  • საბა წიწიკაშვილი — შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი (რეგიონების კვოტით)

ქარტიის საბჭოში სულ 9 წევრია, 6 წევრი რეგიონულ მედიას წარმოადგენს, 3 კი — თბილისს. საბჭო საკუთარი განცხადებით დატოვა თამარ რუხაძემ, რომელიც ირმა ზოიძემ შეცვალა. ზვიად ქორიძეს, ნათია ზოიძეს და ნინა ხელაძეს საბჭოს წევრად ყოფნის ვადა ამოეწურათ.

საბჭოს ახალი შემადგენლობა ასე გამოიყურება:

  • ხატია ღოღობერიძე
  • მაია წიკლაური
  • მანანა ქველიაშვილი
  • ირმა ზოიძე 
  • გულო კოხოძე
  • სოფო ჟღენტი
  • თათია ხალიანი
  • საბა წიწიკაშვილი
  • ვლადიმერ ჩხიტუნიძე 
 ქარტიის წევრებმა დღესვე სარევიზიო კომისიის სამი ახალი წევრიც აირჩიეს:
  • კამილა მამედოვა
  • მალხაზ რეხვიაშვილი
  • ნინო შუბითიძე

საერთო კრებაზე წევრების წინაშე ანგარიშებით წარდგნენ ქარტიის საბჭოს წევრი, მანანა ქველიაშვილი, სარევიზიო კომისიის​ წევრი, მარიკა დუდუნია და ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი, მარიამ გოგოსაშვილი.

საერთო კრებაზე გამოვლინდნენ ქარტიის პრიზის 2022 წლის გამარჯვებულებიც.