უზბეკეთი

2023 წლის ტურიზმის დედაქალაქი LGBTQI ადამიანებისთვის საშიშ ყაზახეთში იქნება

უზბეკეთმა ქვეყნის ტურისტული ღირსშესანიშნაობების საერთაშორისო მოგზაურებისთვის უკეთ გასაცნობად ინფლუენსერები, იუთუბერები და ბლოგერები დაიქირავა, რადგან გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, სამარყანდი 2023 წლის მსოფლიო ტურიზმის დედაქალაქია. ქვეყანის იმიჯს მსოფლიოს როგორც ფერად, ამაღელვებელ, მოგზაურებისთვის

2023 წლის ტურიზმის დედაქალაქი LGBTQI ადამიანებისთვის საშიშ ყაზახეთში იქნება

უზბეკეთმა ქვეყნის ტურისტული ღირსშესანიშნაობების საერთაშორისო მოგზაურებისთვის უკეთ გასაცნობად ინფლუენსერები, იუთუბერები და ბლოგერები დაიქირავა, რადგან გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, სამარყანდი 2023 წლის მსოფლიო ტურიზმის დედაქალაქია.

ქვეყანის იმიჯს მსოფლიოს როგორც ფერად, ამაღელვებელ, მოგზაურებისთვის უსაფრთხო ადგილად წარუდგენენ, მაგრამ ეს სიმართლე არ არის — უზბეკეთი ლგბტქი ადამიანებისთვის საშიში ქვეყანაა.

უზბეკეთში, ზრდასრულ კაცებს შორის სექსუალური ურთიერთობა არალეგალურია და 3 წლამდე პატიმრობით ისჯება (კრიმინალური კოდექსის 120-ე მუხლი). ექიმები გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი მოქალაქეების აივ-სტატუსს პოლიციას ატყობინებენ. მეტიც, Human Rights Watch-ის ცნობით, 2017-2021 წლებში სულ მცირე 6 კაცს იძულებითი ანალური შემოწმება ჩაუტარეს, რაც სასამართლოს მიერ მხარდაჭრილი პრაქტიკაა, რათა ჰომოსექსუალური აქტივობა დადგინდეს. გაეროს წამების საწინააღმდეგო კომისიამ დროებითი დაკავების იზოლატორებსა და უზბეკეთის ციხეებში წამების — ელექტროშოკის, დაწვის, ფრჩხილების დაძრობის, სექსუალური ძალადობის შემთხვევების შესახებაც მიიღო ცნობები. მიუხედავად იმისა, რომ ლგბტქი ადამიანების სიცოცხლისთვის საშიში გარემოებების შესახებ არაერთი დადასტურებული ფაქტი ვრცელდება, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ სამარყანდის 2023 წლის მთავარ ტურისტულ მიმართულებად დასახელების გადაწყვეტილება მაინც მიიღო.

ამიტომ, თანასწორობისა და ტოლერანტობის მხარდამჭერმა საერთაშორისო მოძრაობა All Out–მა პეტიცია გაავრცელა, რომლითაც უზბეკური ტურიზმის ბოიკოტს ისახავენ მიზნად, სანამ ლგბტქი უფლებების პატივისცემა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არ გახდება.

პეტიციის ავტორების თქმით, “გაერო ვალდებულია, ლგბტქი ადამიანების უფლებათა დაცვას ყურადღება მიაქციოს”, ამიტომ მსოფლიო ტურიზმის დედაქალაქის გადარჩევას მოითხოვენ, სანამ კაცებს შორის ნებაყოფლობითი სექსის დეკრიმინალიზაცია არ მოხდება და უზბეკეთი გაეროს კონვენციით გათვალისწინებული წამების საწინააღმდეგო მოთხოვნების დაცვას არ დაიწყებს.

All Out-ის პეტიციის მხარდაჭერა, რომელსაც ამ დროისთვის 7 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს, აღნიშნულ ბმულზე გადასვლით შეგიძლიათ.