სოციალური მედია

ტიკტოკმა ტრანსფობიური და გარდაქმნის თერაპიის მხარდამჭერი მასალის აკრძალვისთვის წესდება შეიმუშავა

სოციალური მედიის პლატფორმა ტიკტოკი გენდერული ნაცვალსახელებისა და მიმართვის ფორმის არასწორი გამოყენების, ტრანსგენდერი ადამიანისთვის დაბადებისას მინიჭებული სახელის გამოყენების, მიზოგინიის და ,,გარდაქმნის თერაპიის” მხარდამჭერი კონტენტის წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს და ამისთვის საიტის წესდება განაახლა. ტიკტოკმა

კონკურსი ჟურნალისტებისთვის, ფოტოგრაფებისთვის, ბლოგერებისა და სტუდენტებისთვის

ორგანიზაცია ქალები საერთო მომავლისთვის – საქართველო (WECF Georgia) აცხადებს კონკურსს „მედია თანასწორობისთვის 2022″, რათა დღის წესრიგში დააყენოს გენდერული თანასწორობის იდეის მნიშვნელობა ჟურნალისტების, ფოტოგრაფების, ბლოგერების, სოციალურ მედიაში კონტენტის შემქმნელებისა და ჟურნალისტიკის სტუდენტების საქმიანობაში. ჯილდო ექვს სხვადასხვა კატეგორიაში გაიცემა. თითოეულ კატეგორიაში გაიმარჯვებს ის

კონკურსი ჟურნალისტებისთვის, ფოტოგრაფებისთვის, ბლოგერებისა და სტუდენტებისთვის

ორგანიზაცია ქალები საერთო მომავლისთვის – საქართველო (WECF Georgia) აცხადებს კონკურსს მედია თანასწორობისთვის 2022″, რათა დღის წესრიგში დააყენოს გენდერული თანასწორობის იდეის მნიშვნელობა ჟურნალისტების, ფოტოგრაფების, ბლოგერების, სოციალურ მედიაში კონტენტის შემქმნელებისა და ჟურნალისტიკის სტუდენტების საქმიანობაში.

ჯილდო ექვს სხვადასხვა კატეგორიაში გაიცემა. თითოეულ კატეგორიაში გაიმარჯვებს ის ნამუშევარი, რომელიც გამოირჩევა გენდერულად მგრძნობიარე თხრობის სტილით, მიზნად ისახავს და ხელს უწყობს მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის იდეის დღის წესრიგში დაყენებას, გენდერულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლებასა და არსებული გამოწვევებისა და პრობლემების სისტემურ ჭრილში ჩვენებას.

საკონკურსო კატეგორიებია:

  • საუკეთესო ცენტრალური მედია პროდუქტი  — ცენტრალურ მედიაში მომუშავე ჟურნალისტების მიერ შექმნილი სატელევიზიო სიუჟეტი, რადიო რეპორტაჟი, სტატია, ციფრული მედია პროდუქტი;
  • საუკეთესო რეგიონული მედია პროდუქტირეგიონულ მედიაში მომუშავე ჟურნალისტის მიერ შექმნილი სატელევიზიო სიუჟეტი, რადიო რეპორტაჟი, სტატია, ციფრული მედია პროდუქტი;
  • საუკეთესო ვიზუალური ნამუშევარი — კედლის მხატვრობა, ფოტოამბავი, ინსტალაცია და სხვა;
  • საუკეთესო ციფრული პლატფორმა — ქალთა და გენდერულ საკითხებზე ორიენტირებული სოციალური მედიისა და ციფრული პლატფორმები. კატეგორია არ გულისხმობს სატელევიზიო თუ ონლაინ მედიების სოციალურ და ციფრული პლატფორმებს;
  • საუკეთესო დამოუკიდებელი/ინდივიდუალური კონტენტის შემქმნელი სოციალურ მედიაში — აპლიკანტი საკუთარ პლატფორმას უნდა იყენებდეს თანასწორობის იდეის გასავრცელებლად;
  • საუკეთესო სტუდენტური ჟურნალისტური პროდუქტი — აპლიკაციის გამოგზავნა შეუძლიათ ჟურნალისტიკის ან სხვა რელევანტური ფაკულტეტები სტუდენტებს. ამ კატეგორიაში მიიღება სტუდენტების მიერ მომზადებული მედია პროდუქტი: სატელევიზიო სიუჟეტი, სტატია, ვიდეო-სიუჟეტი, პოდკასტი, რადიო გადაცემა და ა.შ. მასალა გამოქვეყნებული უნდა იყოს ნებისმიერ სტუდენტურ ან სხვა მედია პლატფორმაზე).

პრიორიტეტი მიენიჭება ნამუშევრებს შემდეგ თემებზე:

  • ომი და მისი გენდერული ასპექტები;
  • ინკლუზიური საკითხების გაშუქება.

თითოეულ კატეგორიაში გაგზავნილი საკონკურსო ნამუშევარი უნდა იყოს გამოქვეყნებული 2021 წლის 11 ნოემბრიდან 2022 წლის 31 ოქტომბრამდე.

კონკურსს თითოეულ კატეგორიაში ეყოლება სამი გამარჯვებული, “თანასწორობის ჩემპიონი”. პრიზების ჩამონათვალი ასეთია:

  • პირველი ადგილი — 900 ევროს ექვივალენტი ლარში;
  • მეორე ადგილი — 500 ევროს ექვივალენტს ლარში;
  • მესამე ადგილი — 300 ევროს ექვივალენტს ლარში.

გარდა ამისა, WECF აღნიშნავს, რომ თითოეული ნომინანტი ორგანიზაციისგან მიიღებს საჯარო დაფასებას, ქალების გაძლიერებასა და მედიის გაუმჯობესებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

განცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2022  წლის 31 ოქტომბერი. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ ორგანიზაციას დაუკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]

როგორც WECF-ში აღნიშნავენ, კონკურსის მიზანია, გენდერულად თანასწორი და ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობაში ეთიკური მედიის, მულტიმედიისა და სოციალური მედიის პლატფორმების მნიშნვნელობის ხაზგასმა და ამით საქართველოში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა. მათივე თქმით, სწორედ ამიტომ, კონკურსი წაახალისებს და მხარს დაუჭერს ქალთა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერების მიმართულებით შექმნილ საუკეთესო ნამუშევრებსა და მათ ავტორებს.

შეგიძლიათ იხილოთ 2021 წლის გამარჯვებული ნამუშევრები

ტიკტოკმა ტრანსფობიური და გარდაქმნის თერაპიის მხარდამჭერი მასალის აკრძალვისთვის წესდება შეიმუშავა

სოციალური მედიის პლატფორმა ტიკტოკი გენდერული ნაცვალსახელებისა და მიმართვის ფორმის არასწორი გამოყენების, ტრანსგენდერი ადამიანისთვის დაბადებისას მინიჭებული სახელის გამოყენების, მიზოგინიის და ,,გარდაქმნის თერაპიის” მხარდამჭერი კონტენტის წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს და ამისთვის საიტის წესდება განაახლა. ტიკტოკმა აღნიშნული გადაწყვეტილება გენდერული სამართლიანობის დაცვის ჯგუფ – UltraViolet-ისა და GLAAD-ის რეკომენდაციების შემდეგ მიიღო.

„სიძულვილის შემცველი, აკრძალული იდეოლოგიების წინააღმდეგ მეტად ცხადი წესდების შემოღება გადავწყვიტეთ, რაც ტრანსგენდერი ადამიანისთვის დაბადებისას მინიჭებული სახელის გამოყენებას, გენდერული მიმართვის არასწორ გამოყენებას, მიზოგინიასა და „გარდაქმნის თერაპიის“ მხარდამჭერი მასალების აკრძალვას გულისხმობს. ისიც უნდა ითქვას, რომ მსგავსი იდეოლოგია ტიკტოკზე დიდი ხანია დაუშვებელია, თუმცა კონტენტის შემქმნელებისა და სამოქალაქო ორგანიზაციებისგან გავიგეთ, რომ ამ ყველაფრის სამოქმედო წესდებაში გაწერა აუცილებელია. ამავდროულად, ვიმედოვნებთ, რომ უკვე ხელმისაწვდომი ფუნქცია, რომელიც ადამიანებს ნაცვალსახელის მითითების შესაძლებლობას აძლევს, ურთიერთპატივისცემაზე დამყარებულ ინკლუზიურ დიალოგს ხელს უწყობს.“ – ვკითხულობთ ტიკტოკის განცხადებაში.

GLAAD-ის აღმასრულებელი დირექტორის, სარა ქეით ელისის თქმით, „ქსელში ტრანსფობიური კომენტარების გამოყენება ან „გარდაქმნის თერაპიის“ მხარდაჭერა რეალურ სივრცეებშიც საფრთხეს ქმნის. ტიკტოკის განახლებული წესდება ლგბტქი ადამიანების ონლაინ უსაფრთხოებას ბევრად გაზრდის, რაც სხვა სოციალური ქსელებისთვისაც მაგალითი უნდა იყოს“.

წყარო: GLAAD