20 ივნისს, 20:00 საათზე, საქართველოს პარლამენტთან აქცია — შინ ევროპისკენ! იმართება, რომლის მიზანი მსოფლიოსთვის ევროპული არჩევანისა და დასავლური ღირებულებებისადმი ქართველი ხალხის ერთგულების ჩვენებაა. აქცია იმ გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომელიც ევროკავშირმა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობის
20 ივნისს, 20:00 საათზე, საქართველოს პარლამენტთან აქცია — შინ ევროპისკენ! იმართება, რომლის მიზანი მსოფლიოსთვის ევროპული არჩევანისა და დასავლური ღირებულებებისადმი ქართველი ხალხის ერთგულების ჩვენებაა.
აქცია იმ გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომელიც ევროკავშირმა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებით ივნისის ბოლოს უნდა მიიღოს.
„ევროპა ქართველების ისტორიული არჩევანი და მისწრაფებაა, რომლისთვისაც ყველა თაობამ მსხვერპლი გაიღო. ამ ჩვენი ისტორიული მისწრაფების ხელშესახები აქტი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციაა. ჩვენ, ქართველებმა, იმდროინდელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული დოკუმენტი შევქმენით და ევროპასთან ღირებულებითი კავშირის დეკლარირება შევძელით.
გაივლის 1 საუკუნე და რუსეთის ფედერაცია უკრაინის დასავლურ არჩევანს ახალი სამხედრო აგრესიით დაუპირისპირდება. უკრაინელი ხალხის გმირობისა და თავგანწირვის ფონზე კი უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვისთვის უპრეცედენტო შანსი ჩნდება – გავხდეთ ევროკავშირის ნაწილი და დავბრუნდეთ იქ, სადაც ჩვენი ფესვები და მისწრაფებებია“, — ვკითხულობთ სამოქალაქო მოძრაობა ,,სირცხვილიას” მიერ ორგანიზებული ღონისძიების აღწერაში, რომლითაც ორგანიზატორები თითოეულ მოქალაქეს მოუწოდებენ, რომ მიუხედავად რიგ საკითხებზე უთანხმოებისა, თავისუფლების, მშვიდობის, ეკონომიკური მდგრადობის, ადამიანის უფლებების დაცვისა და სამართლიანობის იდეის გარშემო გაერთიანდნენ, რომლის გარანტიც ევროკავშირთან ინტეგრაციაა.
აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს სამოქალაქო საზოგადოების, უკრაინის ხელისუფლებისა და ევროკავშირის წარმომადგენლები მიმართავენ, რის შემდეგაც, 21:00 საათზე, აქციის მონაწილეები ევროპის მოედნისკენ გაემართებიან, სადაც ღონისძიების დასკვნითი ნაწილი შედგება.
Don't Miss
5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობას პერინატალურ პერიოდში.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43 წლის კაცი დააკავეს. ის დაკავებულია
6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების მიერ მე-20 საუკუნის დასაწყისიდან დღემდე
28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს