სემ სმიტი

სემ სმიტი და კიმ პეტრასი ბილბორდის ასეულის ლიდერები გახდნენ

ინგლისელი მომღერალი სემ სმიტი და გერმანელი პოპ შემსრულებელი კიმ პეტრასი ისტორიაში შევიდნენ და გახდნენ პირველი ღიად არაბინარული და ტრანსგენდერი არტისტები, რომლებიც ერთობლივი სიმღერით “Unholy” ბილბორდის ჩარტების ასეულის სათავეში მოხვდნენ. “Unholy” მეორე სიმღერაა

კიმ პეტრასი მეორე ტრანსგენდერი არტისტია, რომელმაც გრემი მიიღო

გრემის 65-ე დაჯილდოების ცერემონიაზე სემ სმიტმა და კიმ პეტრასმა საუკეთესო პოპ დუეტის ან ჯგუფური შესრულების კატეგორიაში გაიმარჯვეს, ცნობილი ჰიტისთვის — Unholy.  კიმ პეტრასი დაჯილდოების ისტორიაში პირველი ტრანსგენდერი არტისტი გახდა, რომელმაც აღნიშნულ კატეგორიაში გამარჯვება მოიპოვა. სამადლობელი სიტყვის წარმოთქმისას, სემ სმიტმა სათქმელი

კიმ პეტრასი მეორე ტრანსგენდერი არტისტია, რომელმაც გრემი მიიღო

გრემის 65-ე დაჯილდოების ცერემონიაზე სემ სმიტმა და კიმ პეტრასმა საუკეთესო პოპ დუეტის ან ჯგუფური შესრულების კატეგორიაში გაიმარჯვეს, ცნობილი ჰიტისთვის — Unholy. 

კიმ პეტრასი დაჯილდოების ისტორიაში პირველი ტრანსგენდერი არტისტი გახდა, რომელმაც აღნიშნულ კატეგორიაში გამარჯვება მოიპოვა. სამადლობელი სიტყვის წარმოთქმისას, სემ სმიტმა სათქმელი კიმ პეტრასს დაუთმო. პეტრასმა მადლობა იმ ტრანსგენდერ ქალებს გადაუხადა, რომლებმაც გზა გაუკვალეს, მათ შორის, 2 წლის წინ გარდაცვლილ მუსიკოს სოფის. 

„მინდა, განსაკუთრებული მადლობა სოფის გადავუხადო, რომელიც 2 წლის წინ გარდაიცვალა. ის მეუბნებოდა, რომ ეს დღე დადგებოდა და ჩემი მუდამ სჯეროდა. სოფი, გმადლობ შთაგონებისთვის. გაღმერთებ და შენი ინსპირაცია ჩემს მუსიკაში ყოველთვის იცოცხლებს“, — აღნიშნა პეტრასმა და ლგბტქი აქტივიზმისთვის მადლობა გადაუხადა მადონასაც: „ვფიქრობ, მადონა რომ არა, აქ არ ვიქნებოდი“. 

კიმ პეტრასმა დედამისის შესახებაც ისაუბრა, რომელსაც მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

„გზატკეცილის პირას გავიზარდე, გერმანიის მიკარგულ ადგილას. დედაჩემს სჯეროდა, რომ გოგო ვიყავი, მისი და მისი მხარდაჭერის გარეშე აქ ვერ ვიქნებოდი“, — აღნიშნა კიმ პეტრასმა. 

აღსანიშნავია, რომ კიმ პეტრასი გრემის ისტორიაში მეორე ტრანს* არტისტია, რომელმაც ჯილდო მოიპოვა. პირველი გამარჯვებული ვენდი კარლოსი იყო, რომელმაც 1970 წლის დაჯილდოებაზე სამ კატეგორიაში გაიმარჯვა. 

65-ე გრემიზე ჯილდო კიდევ ორმა ქვიარ არტისტმა მოიპოვა: 

  • ლესბოსელი შემსრულებელი ბრენდი კარლაილი საუკეთესო როკ შესრულებისთვის, როკ სიმღერისთვის და ამერიკანა ალბომისთვის დაჯილდოვდა; 
  • ბისექსუალი მუსიკოსი, სტივ ლეისი საუკეთესო პროგრესული R&B ალბომის კატეგორიაში გახდა გამარჯვებული.

სემ სმიტი და კიმ პეტრასი ბილბორდის ასეულის ლიდერები გახდნენ

ინგლისელი მომღერალი სემ სმიტი და გერმანელი პოპ შემსრულებელი კიმ პეტრასი ისტორიაში შევიდნენ და გახდნენ პირველი ღიად არაბინარული და ტრანსგენდერი არტისტები, რომლებიც ერთობლივი სიმღერით “Unholy” ბილბორდის ჩარტების ასეულის სათავეში მოხვდნენ.

“Unholy” მეორე სიმღერაა სემ სმიტის მეოთხე სტუდიური ალბომიდან “Gloria”, რომელიც იანვარში გამოვა. სიმღერა ჩარტების სათავეში გასულ თვეს მოხვდა და იუთუბზე 35 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

კიმ პეტრასისთვის “Unholy” პირველი სიმღერაა, რომლითაც ბილბორდის ჩარტების ასეულში შევიდა. ის იმედოვნებს, რომ უკანასკნელი ტრანსგენდერი შემსრულებელი არაა, რომელმაც ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური რეიტინგის პირველობას მიაღწია. მომღერალი ამბობს, რომ არაჩვეულებრივი და ნიჭიერი ტრანსგენდერი შემსრულებლები ყოველთვის არსებობდნენ, მაგრამ მათ ყურადღებას არავინ აქცევდა.

კომპოზიციის “Unholy” ნაწყვეტი სმიტმა ჯერ კიდევ აგვისტოში, ტიკტოკის საშუალებით გააზიარა, რის შემდეგაც ვირუსულად გავრცელდა.