საქართველოს სტუდენტური პარლამენტი

საქართველოს სტუდენტური პარლამენტი ჰომოფობიური ღონისძიების ჩატარებას უარყოფს

საქართველოს სტუდენტური პარლამენტი უარყოფს ფეისბუკზე გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ჰომოფობიურად განწყობილ მოწვეულ სპიკერთან, ნათია ქოლუსისთან ერთად განიხილეს თემა: „ლგბტ მოძრაობა, მისი მხარდამჭერობიდან მოწინააღმდეგეობამდე“. ონლაინ შეხვედრის ჩატარების შესახებ ინფორმაცია Tbilisi Pride-ის თანადირექტორმა,

საქართველოს სტუდენტური პარლამენტი ჰომოფობიური ღონისძიების ჩატარებას უარყოფს

საქართველოს სტუდენტური პარლამენტი უარყოფს ფეისბუკზე გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ჰომოფობიურად განწყობილ მოწვეულ სპიკერთან, ნათია ქოლუსისთან ერთად განიხილეს თემა: „ლგბტ მოძრაობა, მისი მხარდამჭერობიდან მოწინააღმდეგეობამდე“.

ონლაინ შეხვედრის ჩატარების შესახებ ინფორმაცია Tbilisi Pride-ის თანადირექტორმა, მარიამ კვარაცხელიამ საკუთარ Facebook გვერდზე გააზიარა. მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია ანონიმურმა წყარომ ორგანიზაციის სამუშაო ჩატიდან მიაწოდა. 

ქვიარი საქართველოს სტუდენტურ პარლამენტს დაუკავშირდა, ორგანიზაციამ აღნიშნული ღონისძიების ჩატარება უარყო.

თავად ნათია ქოლუსიმ კი Facebook-ზე დაწერა — „სტუდენტურ პარლამენტს აქენსელებენ ეხლა იმიტომ, რომ მე მომიწვიეს სპიკერად“.

საქართველოს პარლამენტში ქვიარს უთხრეს, რომ სტუდენტურ პარლამენტს მათთან არანაირი კავშირი არ აქვს.