სამხედრო

სამხედროს ოჯახში მცხოვრებ LGBTQI მოზარდებს მენტალური გამოწვევების ბევრად მაღალი რისკი აქვთ — კვლევა

The Trevor Project-ის ახალი კვლევის მიხედვით, იმ ლგბტქი მოზარდებს, რომელთა მშობელიც სამხედრო პირია, მენტალური ჯანმრთელობის გამოწვევებისა და სუიციდის ბევრად მაღალი რისკი აქვთ. 2021 წლის ეროვნული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ლგბტქი მოზარდების 5%-ის მშობელი

სამხედროს ოჯახში მცხოვრებ LGBTQI მოზარდებს მენტალური გამოწვევების ბევრად მაღალი რისკი აქვთ — კვლევა

The Trevor Project-ის ახალი კვლევის მიხედვით, იმ ლგბტქი მოზარდებს, რომელთა მშობელიც სამხედრო პირია, მენტალური ჯანმრთელობის გამოწვევებისა და სუიციდის ბევრად მაღალი რისკი აქვთ.

2021 წლის ეროვნული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ლგბტქი მოზარდების 5%-ის მშობელი იყო სამხედრო პირი და მათ შფოთვის 17%-ით უფრო მაღალი მაჩვენებელი აქვთ, ასევე 14%-ით უფრო მაღალი რისკი, რომ სუიციდზე იფიქრონ და მცდელობის 40%-ით მაღალი მაჩვენებელი. აღნიშნული განსხვავება ბევრად მწვავედ 18 წელს მიუღწეველ მოზარდებში გამოვლინდა.

ოჯახის მხარდაჭერა მდგომარეობას საგრძნობლად ცვლის. სამხედრო პირის ოჯახში მცხოვრებ იმ ლგბტქი მოზარდებს, რომელთაც მშობლები მხარს უჭერენ, შფოთვის 40%-ით დაბალი, დეპრესიის 56%-ით დაბალი და სუიციდის მცდელობის 46%-ით დაბალი მაჩვენებელი აქვთ.

„ოჯახის მხარდაჭერა მრავალი ფორმით ვლინდება, ახალგაზრდის ცხოვრებაში არსებულ პრობლემებზე ღიად საუბრის შესაძლებლობიდან დაწყებული, ლგბტქი მეგობრებთან საუბრის შესაძლებლობით ან მათთან საუბრისას სწორი ტერმინების გამოყენებით დამთავრებული“, — ნათქვამია კვლევის აღწერაში.

The Trevor Project-ის მკვლევრის, ჯონა დეჩანტის თქმით, კიდევ ერთი კვლევაა საჭირო, რომელიც სამხედრო პირთა ოჯახებში მცხოვრები ლგბტქი მოზარდების გამოცდილებათა მრავალფეროვნებას უკეთ ასახავს, მაგრამ „ერთი რამ ცხადია, მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტებმა უნდა გაითვალისწინონ ლგბტქი ადამიანების ოჯახური მდგომარეობა და გამოსავლის ძიებისას აღნიშნული ინფორმაციის მიხედვით იხელმძღვანელონ“.

წყარო: The Advocate