ქვიარ ასოციაცია თემიდა, ქალთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, სამუშაოს მაძიებელი ტრანსგენდერი და არაბინარული გენდერული იდენტობის მქონე ადამიანებისთვის ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციების პროექტს იწყებს. შეხვედრების მიზანი სამუშაოს მაძიებლებისთვის დასაქმების შესაძლებლობებისა და მათი შრომითი უფლებების
ქვიარ ასოციაცია თემიდა, ქალთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, სამუშაოს მაძიებელი ტრანსგენდერი და არაბინარული გენდერული იდენტობის მქონე ადამიანებისთვის ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციების პროექტს იწყებს.
შეხვედრების მიზანი სამუშაოს მაძიებლებისთვის დასაქმების შესაძლებლობებისა და მათი შრომითი უფლებების შესახებ ინფორმაციის გაზიარება, ასევე იმ უნარებისა და კომპეტენციების გაუმჯობესების ხელშეწყობა იქნება, რომელიც დასაქმების შესაძლებლობას მნიშვნელოვნად გაზრდის. გარდა ამისა, დაინტერესებული პირები პროფესიული კონსულტაციის გავლასა და კარიერის დაგეგმვის ინდივიდუალურ მომსახურებასაც მიიღებენ.
ინდივიდუალური კონსულტაციისთვის ქვიარ ასოციაცია თემიდას ფეისბუკ გვერდს უნდა მისწეროთ. ჯგუფური შეხვედრები 24 სექტემბერს დაიწყება და თვეში ერთხელ ჩატარდება, რომელზე დასწრებასაც ამ სარეგისტრაციო ფორმის შევსებით შეძლებთ.
Don't Miss
5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობას პერინატალურ პერიოდში.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43 წლის კაცი დააკავეს. ის დაკავებულია
6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების მიერ მე-20 საუკუნის დასაწყისიდან დღემდე
28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს