რობერტა მეცოლა

პრემიერმა ღარიბაშვილმა და ევროპარლამენტის პრეზიდენტმა საქართველოს დასავლური კურსი განიხილეს

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა ერთმანეთს შეხვდნენ და ქვეყნის დასავლური კურსი — მართლმსაჯულების რეფორმა, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების, მათ შორის, ლგბტქი ადამიანების უფლებების დაცვის გამოწვევები განიხილეს. შეხვედრის შესახებ

პრემიერმა ღარიბაშვილმა და ევროპარლამენტის პრეზიდენტმა საქართველოს დასავლური კურსი განიხილეს

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა ერთმანეთს შეხვდნენ და ქვეყნის დასავლური კურსი — მართლმსაჯულების რეფორმა, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების, მათ შორის, ლგბტქი ადამიანების უფლებების დაცვის გამოწვევები განიხილეს.

შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მეცოლამ და ღარიბაშვილმა ტვიტერზე გამოაქვეყნეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარი ტვიტერის გვერდზე დაწერა, რომ ევროპარლამენტის პრეზიდენტთან საქართველოს ევროკავშირის წევრობის საკითხი განიხილა და ,,გეოპოლიტიკური ცვლილებებისას ევროკავშირის კითხვარის შევსება ქართველი ხალხის დასავლური არჩევანის კიდევ ერთი დადასტურებაა”, თუმცა არაფერი უთქვამს იმ საკითხებზე, რომლებიც შეხვედრაზე განიხილეს.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ კი საკუთარ ტვიტერზე აღნიშნა, რომ ,,საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის” და ,,მართლმსაჯულების რეფორმა, კანონის უზენაესობა, მედიის თავისუფლება, ლგბტქი და ადამიანთა უფლებების დაცვა ქვეყნის ევროპულ გზაზე გადამწყვეტი მნიშვნელობისაა”.

მეცოლამ ასევე აღნიშნა, რომ ,,ერთსულოვანნი არიან უკრაინის მხარდაჭერაში”.