პრემიერმინისტრი

ტერორიზმის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში 5 ივლისსაც მოიცავს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2021 წელს ტერორიზმის მდგომარეობის შესახებ ქვეყნების ანგარიში გამოაქვეყნა. აღნიშნული მიმართულებით საქართველოში 2021 წლის მდგომარეობის მცირე ანგარიში მოიცავს 5-6 ივლისის ძალადობრივი მოვლენების აღწერასაც. ანგარიშში ნათქვამია, რომ 5 ივლისს, ულტრა-მემარჯვენე ჯგუფებმა

ტერორიზმის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში 5 ივლისსაც მოიცავს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2021 წელს ტერორიზმის მდგომარეობის შესახებ ქვეყნების ანგარიში გამოაქვეყნა. აღნიშნული მიმართულებით საქართველოში 2021 წლის მდგომარეობის მცირე ანგარიში მოიცავს 5-6 ივლისის ძალადობრივი მოვლენების აღწერასაც.

ანგარიშში ნათქვამია, რომ 5 ივლისს, ულტრა-მემარჯვენე ჯგუფებმა ჟურნალისტებსა და აქტივისტებზე იძალადეს და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისები დაარბიეს, რაც პრემიერმინისტრის განცხადებას მოჰყვა, რა დროსაც ირაკლი ღარიბაშვილმა ღირსების მარშს „შეუფერებელი“ უწოდა

„[ძალადობრივი] მოვლენები მას შემდეგ განვითარდა, რაც პრემიერმინისტრმა თბილისი პრაიდის მიერ დაგეგმილ ღონისძიებას „შეუფერებელი“ უწოდა. დღის განმავლობაში, შსს-მ ვერ უზრუნველყო დემონსტრაციების კონტროლის მექანიზმების უზრუნველყოფა. 28 მოძალადის დაკავებისა და გამამტყუნებელი განაჩენის მიუხედავად, დაჯგუფებების ლიდერები და ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორები არ დაუკავებიათ“, — წერია ანგარიშში და აღნიშნულია ისიც, რომ არათუ ძალადობრივი ჯგუფის ლიდერები არ დასჯილან, პოლიტიკური პარტიის დარეგისტრირებაც შეძლეს.

„ალტ-ინფოს ლიდერებმა პოლიტიკური პარტია, კონსერვატიული მოძრაობაც დაარეგისტრირეს და ოფისები მთელ საქართველოში გახსნეს. დაჯგუფების ლიდერები ავრცელებდნენ მოწოდებებს და მიზნის მისაღწევად ძალადობას უჭერდნენ მხარს“, — აღნიშნულია ანგარიშში.

2021 წლის 5 ივლისს თბილისი პრაიდის ღონისძიება, ღირსების მარში იყო დაგეგმილი, რომელიც პრორუსული დაჯგუფება ალტ-ინფოს ძალადობრივი მუქარების და მმართველი ძალის პოლიტიკური ნების არარსებობის გამო გაუქმდა. მიუხედავად ამისა, ძალადობრივმა ჯგუფებმა იერიში მიიტანეს მედიის წარმომადგენლებზე, რომლებიც პროფესიულ საქმიანობას ასრულებდნენ და დაარბიეს არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისები. ძალადობრივი ალტ-ინფოს თავდასხმის შედეგად დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი, ხოლო ერთ-ერთი დაშავებული, TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. თავდასხმის ორგანიზატორები ამ დრომდე არ დასჯილან.