პორნოგრაფია

წელს საქართველოში ყველაზე პოპულარული ლესბოსური პორნოა — PornHub 2022

წლის მიწურულს, ტრადიციულად, მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა პორნოგრაფიულმა ვებსაიტმა, PornHub-მა წლის შემაჯამებელი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2022 წლის მნიშვნელოვან ტრენდებს, საძიებო ტერმინებსა და სხვა სტატისტიკურ ინფორმაციას შეიცავს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ანგარიშის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო

წელს საქართველოში ყველაზე პოპულარული ლესბოსური პორნოა — PornHub 2022

წლის მიწურულს, ტრადიციულად, მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა პორნოგრაფიულმა ვებსაიტმა, PornHub-მა წლის შემაჯამებელი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2022 წლის მნიშვნელოვან ტრენდებს, საძიებო ტერმინებსა და სხვა სტატისტიკურ ინფორმაციას შეიცავს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ანგარიშის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სტატისტიკაა მსოფლიოში პორნოკონტენტის ყველაზე ნახვადი კატეგორიების რუკა ქვეყნების მიხედვით:

PornHub

რუკის მიხედვით, წინა წლის მსგავსად, 2022 წელსაც საქართველოში ყველაზე პოპულარული და ნახვადი კატეგორიაა „ლესბოსური პორნო“.

ასევე აღსანიშნავია, რომ 2022 წელს მსოფლიოს მასშტაბით 75%-ით გაიზარდა „ტრანსგენდერის“ კატეგორიის ნახვადობა და ის მე-7 ყველაზე პოპულარული კატეგორია გახდა მსოფლიოში. ის პოპულარობით პირველი ადგილზეა ბრაზილიაში და მესამე ადგილზე — აშშ-სა და იტალიაში. კაცები ამ კატეგორიის ვიდეოებს 22%-ით უფრო ხშირად ნახულობენ, ხოლო ქალებში 115%-ით უფრო პოპულარულია „ტრანსი კაცების“ ქვეკატეგორია.

გარდა ამისა, გენდერულ იდენტობებს შორის ყველაზე პოპულარული საძიებო სიტყვები იყო „არაბინარული“, „გენდერი X“ და „ანდროგინული“.